დროგბა მზადაა ხელშეკრულება გაახალნგძლივოს

უცხოური ფეხბურთი 02-ნოე, 15:369 Ditoo 1605


ლონდონის "ჩელსის" კოტ-დიუვარელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი აწარმოებენ მოლაპარაკებებს მოთამაშის ხელშეკრულების გახანგძლივების საკითხზე.

თავდამსხმელის კონტრაქტი "არისტოკრატებთან" იწურება მალე, მომდევნო ზაფხულში, თუმცა დროგბამ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

დიდიეს სურს, რომ "ჩელსისთან" გააფორმოს კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება, თუმცა კლუბს ეს აზრი არ მოსწონს - "ლურჯების" ხელმძღვანელობა დროგბას მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას ჰპირდება...

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი დატოვებდა გუნდს. თანაც გუნდში გადავიდნენ ფერნანდო ტორესი (შარშან), რომელუ ლუკაკუ (ამ ზაფხულს) და დანიელ სტარიჯი, რომელიც გუნდს სხვა კლუბში იჯარით თამაშის შემდეგ დაუბრუნდა. ამან კი უფრო დამაჯერებელი გახადა დროგბას მიერ გუნდის დატოვება, თუმცა უკვე მისი მომავალი ცნობილია - ის ლონდონში რჩება !

"მოლაპარაკებები დაიწყო. ყველამ იცის, თუ რა მსურს მე და რისთვის ამდენს ვიბრძვი. მე არ მეშინია კონკურენციის. ადრე ვთამაშობდი ისეთ შეუდარებელ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან ბუდიოლსენი და შევჩენკო. მათ მე დიდი გამოცდილება შემმატეს". - განაცხადა დიდიემ L'Equipe-სთან.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (237)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი