ელ კლასიკომდე 30 დღე დარჩა

უცხოური ფეხბურთი 12-ნოე, 01:399 Sportnews 1953


ამ წლის ბოლო "ელ კლასიკო" 11 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. ეს შეხვედრა მასობრივი მოვლენაა და მასობრივ ინტერეს იწვევს გულშემატკივარში. ამიტომ, მე გადავწყვიტე დღეიდან ყოველი დღის ბოლოს შემოგთავაზოთ სტატია, სადაც "რეალს" და "ბარსელონს" ბანაკებში მომხდარ ამბებს განვიხილავთ.

"ელ კლასიკოს" გამართვამდე 30 დღე დარჩა, 30 დღით ადრე ლა ლიგაში "რეალი" 3 ქულით უსწრებს "ბარსელონას" , თუმცა, სანამ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს იქამდის სამი ტურია გასამართი და 11 დეკემბერს როგორ ცხრილს მივიღებთ ჯერ ძნელად სავარაუდოა.

დღეს ყველაზე საინტერესო მაინც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას განაცხადება იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ შეიძლება დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მისი ნომერ პირველი მეტოქე ჟოზე მოურინიოა, ეს ცოტა უცნაური განცხადებაა გვარდიოლას მხირდან.

ასევე დღეს "ელ კლასიკოს" შეეხო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი მწვრთნელი კაპელო, რომელმაც განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო აღარ აპირებს "ბარსელონასთან" დაცვითი ფეხბურთის ითამაშოს, ახლა პორტუგალიელი აპირებს პირიქით სწორედ მისმა გუნდმა შეუტიოს. საინტერესო და ყურადღება მისაქცევია იტალიელის განცხადება.

ასევე დღეს გავრცელდა ინფორაცია, რომ "ბარსელონა" აპირებს შეიძინოს "ტოტენჰემის" ლიდერი გარეთ ბეილი, ეს ფეხბურთელი მართლაც გააძლიერებს კატალონიურ კლუბს, რაც შეეხება მადრიდელების ბანაკს თითქმის გადაწყვეტილია, რომ დეკემბერში გუნდს თურქი ფეხბურთელი ჰამიტ ალტინტოპი დატოვებს.

ვინაიდან ახლა სანაკრებო შესვენებებია, სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა ორ დაპირისპირებულ გუნდების ბანაკში, მე ყოველი დღის ბოლოს შემოგთავაზებთ ასეთი სტილის სტატიას, სადაც გაეცნობით ამ ორი გუნდის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 12 ნოემბერი 2011 13:57
სპასიბა დიტო გაიხარე , ყოველ საღამოს დავდებ ასეთი სტილის სტატიებს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Ditoo 12 ნოემბერი 2011 10:17
საღოლ გოგა, კარგია რომ შეაჯამებ ხოლმე ასე ყოველ დღე :)) რაც შეეხება კლასიკოს, კაპელოს ვეთანხმები რა თქმა უნდა, ახლა რეალი იქნება ბარსა და ბარსა - რეალი :)))



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)