თემურ ქეცბაია: ახლები ამართლებენ, პროფესიონალიზმი გვაკლია

უცხოური ფეხბურთი 12-ნოე, 14:049 Sportnews 1796


საქართველო-მოლდოვას ამხანაგური მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველი სტუმართა მთავარი მწვრთნელი გავრილ ბალინტი გამოცხადდა, რომელიც ლაკონიური კომენტარით შემოიფარგლა.

"საქართველოს ნაკრებმა დღეს ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. მატჩის შედეგი კანონზომიერია, თუმცა მსაჯობით უკმაყოფილო ვარ. გვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ასეა თუ ისე, ამ შეხვედრამ თავისი ფუნქცია შეასრულა, რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოვცადე", - განაცხადა ბალინტმა, რომელმაც გუშინ მოლდოვის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე, შესაძლოა, ბოლო მატჩი ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას კომენტარი უფრო ვრცელი იყო.
- კარგი და სასარგებლო თამაში გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ არაოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშეთ, ინიციატივა ჩვენს მხარეს იყო. საერთო ჯამში, ბიჭებით კმაყოფილი ვარ. შეგვეძლო უფრო სოლიდური ანგარიშით გამარჯვებაც, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

კარგია, რომ ამ წელიწადს, რომელიც გამარჯვებით დავიწყეთ, გამარჯვებითვე ვასრულებთ. იმედია, მალე საქართველოს ნაკრებს წარმატებული პერიოდი დაეწყება.

მომავალ შესარჩევ ტურნირამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. იმედია, სასარგებლო ამხანაგურ მატჩებსაც ჩავატარებთ და ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან. დღეს კი რამდენიმე ახალმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს.

- დღევანდელი მატჩიდან რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევთ?
- სანდრო კობახიძე საუკეთესო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, კარგად დაწყებული საქმე ცუდად დაასრულა და მეტოქის პროვოკაციას წამოეგო.
პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ასეთი არასერიოზულობა არ შეიძლება.

ამავეს ვიტყოდი შოთა გრიგალაშვილზე. პენალტი მას საერთოდ არ უნდა დაერტყა, მაგრამ რადგან დაარტყა, ეს საქმე ასე უპასუხისმგებლოდ არ უნდა გაეკეთებინა.

ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გამარჯვებას მივულოცავ. სამწუხაროდ, მორიგი მარცხი განიცადა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც ცუდ შედეგთან ერთად ცუდი თამაშიც აჩვენა. ყველა უნდა დავსხდეთ და დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად გზები უნდა ვეძებოთ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FC Bayern München 13 ნოემბერი 2011 16:26
რაულიტო,
ცუდი უნდა თქვა მაგრამ როცა ამბობს რომ კობახიძე საუკეთესო იკო და თან ამატებს რომ მას პროფესიონალიზმი აკლია..ნუ კაროჩე რა ..გრიგალაშვილი ცალკე თემაა :D
Sportnews 12 ნოემბერი 2011 22:17
FC Bayern München,
არ აკლია გრიგალაშვილს პროფესიონალიზმი? რა ქნა? ქეცბაიას კი არა საუკეთესო მწვრთნელსაც უთქვას ცუდი თავის ფეხბურთელზე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 12 ნოემბერი 2011 20:42
admin,
ფეხბირთი ეხლა რა თაზო :D ბურთი იყო და ფეხებს ურტყამდნენ :D :D :D ისე ხო ვამბობ ქეცბაია გენიოსია..ერთადერთი მწვრთნელია მსოპლიოში რომელიც იტყვის რომ თავისი გუნდიდან საუკეთესო მოტამაშეს პროფესიონალიზმი აკლია :D დანარჩენებზე რას ფიქრობს ხო აზრზე ხართ :D :D ვაიმეე ქეცბა ვაი შენს პატრონს ... :D :D :D
admin 12 ნოემბერი 2011 16:52
გუშინ ფეხბურთი ვითამაშეთ :)
FC Bayern München 12 ნოემბერი 2011 14:15
ქეცბა რაო მოლდოვას მოუგე და მაგარი ტრენერი გგონია თავი? :D :D წადი ბიძია წადი შეგვეშვი,პროფესიონალიზმი კი არა ტოხი და ბარი აკლიათ ამათ და სუფთა გლეხები არიან :D ვაიმეე გელაშვილმა გუშინ მკერდზე ისე მიიგო ბურთი ლამის დაიხრჩო :D :D გრიგალაშვილის პენალტი საერთოდ შედევრი იყო.. :D :D

რაულიტო,
2016ში თუ არა გოგლიკ 2030ის მსოპლიოზე უეჭველი გავალთ ბრატ :D:D ვაცდოთ ქეცბაიას მანამდე და რამე იქნება :D :D
Sportnews 12 ნოემბერი 2011 14:06
ქეცბაია მიმაჩნია ერთადერთი ადამიანი ვინც შეძლეს და ნაკრებს შედეგს მიახწევინებს, მთავარია ვაცადოთ , 2016 წლის ევროპაზე მოვხვდებით დარწმუნებული ვარ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი