ელ კლასიკომდე დარჩა 28 დღე

უცხოური ფეხბურთი 13-ნოე, 23:299 Sportnews 1806


კიდევ ერთი დღით ნაკლები დარჩა დიდი მოვლენის "ელ კლასიკოს" გასამართამდე, დღეს შეგატყობინებთ ბოლო დღეს მომხდარ სიახლეებს ამ ორი გუნდის შესახებ.

დავიწყოთ იმით, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მეტად პრინციპულ ამხანაგურ შეხვედრას ატარებდნენ ინგლისის ნაკრებთან, მაგრამ ესპანეთის ნაკრები მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

დღევანდელ დღეს საინტერესო იყო სკანდალური ფეხბურთელის ზლატან იბრაგიმოვიჩის ავტობიოგრაფიულ წინგინდა ამონარიდი, შვედი ფეხბურთელი ამბობს, რომ მას სურვილი ჰქონდა "რეალში" გადასვლის, მაგრამ სანდრო როსელმა არ გაუშვა ის მადრიდში. წინგში იბრაგიმოვიჩი სულ უარყოფითად საუბრობს კატალონიურ გუნდზე.

კომენტარი გააკეთა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა, ფრანგი ლეგენდა აცხადებს, რომ ახლა "რეალი" მსოფლიოში ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს, "რეალმა" საგრძნობლად მოუმატა და ახლა მადრიდელები კატალონიელებზე ძლიერები არიან.


"ბარსელონას" ბანაკში სასიხარულო ინფორმაცია, გუნდს დაუბრუნდა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი პედრო, პედრომ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატში, “გრანადასთან” გამართულ მატჩში მიიღო და მას შემდეგ, 24 წლის შემტევმა “ბარსელონას” 4, ხოლო ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთი თამაში გამოტოვა.

დღეს ასევე "ბარსელონა" შეაქო გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა კლუივერტმა, ჰოლანდიელმა შეაქო გუნდი, გვარდიოლა და მესი. ფეხბურთელის განცხადებით "ბარსა" საოცარ ფეხბურთს თამაშობს და მათი თამაშის ყურებაც შესანიშნავია.

ასევე დღეს ესპანური ფეხბურთის სტატისტიკოსებმა დაითვალეს სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ მადრიდის "რეალის" დაცვა ყველაზე შედეგიანია, სწორედ "რეალის" მცველებს აქვთ ყველაზე მეტჯერ მიღებული მონაწილეობა გატანილ გოლებში, "რეალის" მცველები იტანენ გოლებს და აკეთებენ საგოლე გადაცემებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Liverpoolfc 14 ნოემბერი 2011 15:43
ადრე სულ აგებდა რეალი, ბარსას ფრეზე ეთამაშა წინა წელს და ამ 28 დღეში მოუგებს..
maurinio 14 ნოემბერი 2011 15:12
http://europes.in/ am saize shedida xma laliga.ucoz.de mie ok?magrad mchirdeba ra
Ditoo 14 ნოემბერი 2011 15:11
საღოოლ :X მაგრად მსიამოვნებს ამ სტატიის წაკითხვა ხოლმე :X ზოგ ესპანეთის ჩემპიონატის საიტზე მარტო ბარსა-რეალზე დებენ სტატიებს, აქ კი ერთ სტატიაში იდება ამ გუნდებზე სიახლეები... სგ :))
leo_leo 14 ნოემბერი 2011 15:04
ბარსა დაამყნობს რეალს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (132)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი