ელ კლასიკომდე 25 დღე დარჩა

უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 00:309 Sportnews 1663


კიდევ ერთი დღით ნაკლები დარჩა დიდი მოვლენის "ელ კლასიკოს" გასამართამდე, დღეს შეგატყობინებთ ბოლო დღეს მომხდარ სიახლეებს ამ ორი გუნდის შესახებ.

ყველაზე საინტერესო, რაც დღეს გახდა ცნობილი ეს ის არის, რომ "ელ კლასიკო" 11 დეკემბერის ნაცვლად 10 დეკემბერს გაიმართება, ესპანურმა ფეხბურთის ორგანიზამიამ მიიღო გადაწყვეტილება შეხვედრა ერთი დღით ადრე გაიმართოს, შეხვედრა ესპანური დროით 22:00 საათზე დაწიყება, ჩვენი დროით კი ღამის პირველ საათზე.

ორივე გუნდის ბაზაზე სიახლეე, გუშინ, როგორც აღვნიშნეთ მადრიდულ გუნდს დაუბრუნდა რიკარდო კაკა და მარსელო, დღეს მათ პორტუგალიელი ფეხბურთელი კარვალიოც შეემატათ, "ბარსელონას" ბანაკში კი სიხარული აფელაის დაბრუნებამ გამოიწვია.


ასევე რამდენიმე დღის წინ გატყობინებდით, რომ "ბარსელონა" დაინტერესებულია ბეილის შეძენით, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია უარყო "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, "რეალს" კი ესპანური გამოცემა "მარკა" აქტიურად ხუთ ახალგაზრდა ფეხბურთელს უკავშირებენ. სიაში “არსენალის” ნახევარმცველი პირველია. მის გარდა, სიაში არიან რაფინია “ბაიერნიდან”, ედენ აზარი “ლილიდან”, იკერ მუნიაინი “ბილბაოდან” და მარიო გიოტცე “დორტმუნდიდან”. ესპანელ ჟურნალისტთა ვარაუდით, ეს ფეხბურთელები 2014 წლამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა გადაბარგდნენ.

დღევანდელს დღეს საინტერესო იყო "მარკას" გამოკითხვა, ესპანურმა გამომცემლობამ გამოკითხვა ჩაატარა თუ ვინ არის ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 67.4 პროცენტი ფიქრობს, რომ საუკეთესო მეკარე ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში იკერ კასილასია, მეორე ადგილი დაიკავა 14.4% ვალდესმა.







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 16 ნოემბერი 2011 14:37
გამოკითხულთა 67.4 პროცენტი ფიქრობს, რომ საუკეთესო მეკარე ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში იკერ კასილასია, მეორე ადგილი დაიკავა 14.4% იკერ კასილასმა.
ორი კასო:)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (127)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)