ელ კლასიკომდე 24 დღე დარჩა

უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 00:119 Sportnews 1888


კიდევ ერთი დღით ნაკლები დარჩა დიდი მოვლენის "ელ კლასიკოს" გასამართამდე, დღეს შეგატყობინებთ ბოლო დღეს მომხდარ სიახლეებს ამ ორი გუნდის შესახებ.

ორივე გუნდის ლიდერებმა ლიონელ მესიმაც და კრიშტიანუ რონალდუმა ეროვნულ ნაკრებში მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩაატარეს, მესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კოლუმბიას დაუპირისპირდა მსოფლიოს ჩემპიონატის 2014 წლის შესარჩევ ეტაფის შეხვედრაში , არგენტინამ კოლუმბია 2-1 დაამარცხა, მესიმ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა შეძლო. რონალდუს პორტუგალიის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პლეი-ოფში ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდა, პორტუგალიალმ შეხვედრა 6-2 მოიგო და ევროპაზე გავიდა. კრშტიანუმ კი დუბლი გაიფორმა.

დღეს კონპლიმენტები არ დაიშურა "ბარსელონაზე" მსოფლიოს უნიჭიერესმა ფეხბურთლმა ნეიმარმა, მან "ბარსა" შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: "ისინი უცხო პლანეტიდან არიან და მათ წინააღმდეგ მსოფლიოს საკლუბო თასის ფინალში თამაში დიდი სიამოვნება და პატივი იქნება. ეს ნამდვილად ოცნების ფინალი იქნება, თუმცა ჯერ პირველ შეხვედრაზე უნდა ვიზრუნოთ."

ორივე გუნდი კვლავ აგრძელებს მზადებას ლა ლიგის მორიგ შეხვედრებისთვის, ორივე გუნდმა ვარჯიშები გამართეს დღეს, მადრიდულ და კატალონიურ გუნდებს ფეხბურთელები დაუბრუნდათ, რომლებიც ნაკრებში იყნენ გამოძახებულნი. გუნდები ხვალიდან სრული შემადგენლობით შეუდგებიან ვარჯიშებს.


ასევე უნდა აღვნიშნო ორი მადრიდელი ფეხბურთელის სანაკრებო შეხვედრა. მადრიდის "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილასმა ესანეთის ნაკრებში 127-ე სარეკორდო შეხვედრა ჩაატარა და იგი ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა. გუშინ გერმანელი ფეხბურთელის ოზილის ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდა, მადრიდელი მოთამაშე მოედანზე ბრწყონვალე და გამორჩეული იყო, მან საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა, რითიც დაამტკიცა, რომ ისიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და "რეალის" ძირითად შემადგენლობისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება.

კიდევ ერთი საინტერსო ფაქტი ის არის, რომ ლიონელ მესის დებიუტი 8 წლის წინ 16 ნოემბერს შედგეს და რამდენადაც სასაცილო და ირონიული არ უნდა იყოს აბა თუ გამოიცნობთ მისი დებიუტი ვისთან შედგა, მან პირველად "პორტუს" წინააღმდეგ ითამაშა, რომლის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო. ყველამ ვიცით თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ორ პიროვნებას ერთმანეთის მიმართ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (113)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი