ელ კლასიკომდე 23 დღე დარჩა

უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 23:349 Sportnews 1716


კიდევ ერთი დღით ნაკლები დარჩა დიდი მოვლენის "ელ კლასიკოს" გასამართამდე, დღეს შეგატყობინებთ ბოლო დღეს მომხდარ სიახლეებს ამ ორი გუნდის შესახებ.

დავიწყოთ მადრიდული ბანაკით, "თეთრების" ბანაკში ცუდი ამბებია, გუნდს ლა ლიგის მორიგ ტურში ძალიან მძიმე შეხვედრა ელის სტუმრად "ვალენსიასთან", დღეს კი გახდა ცნობილი, რომ მადრიდელთა უდავო ლიდერმა რონალდუმ კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, მან "ვალენსიასთა" შეხვედრა გამოტოვოს, ასეთივე ინფორმაცია ვრცელდება არბელოას შესახებ. ეს მართლაც მძიმე დანაკლისია "რეალისთვის".თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ დღეს "რეალმა" დახურული ვარჯიში გამართა და ივარჯიშა ამ ორმა ფეხბურთელმა თუ არა უცნობია. შეიძლება ეს უბრალოდ ერთგვარი ხრიკი გამოდგეს, რომელსაც მწვრთნელები ხშირად მიმართავენ. მთლინობაში კი გუნდი განაგრძობს ვარჯიშს, გუნდს დაუბრუნდა უკვე ყველა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი და ჟოზე და მისი შეგირდები უკვე "ვალენსიასთან" სამი ქულის მოპოვებაზე ფიქრობენ.

მორიგი ვარჯიში ჩაატარა "ბარსელონამ" , გუნდს დღეს დაუბრუნდა ორი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და მასკერანო, დღევანდელ ვარჯიშზე მონაწილეობა არ მიუღია ჩილელ ალექს სანჩეს, რომელიც გუნდს ხვალ შეურთდება. "რეალისგან" განსხვავებით კატალონიელებს ადვილი შეხვედრა ელით, ისინი "ნოუ კამპზე" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტცაიდერ "სარაგოსას" უმასპინძლებენ.


დღეს გაიმართა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კენჭისყრა, ტურნირის ორი მთავარი ფავორიტი "სანტოსი" და "ბარსელონა" ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან.კატალონიური გრანდი ნახევარფინალში აზიისა და აფრიკის გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ყველა დიდ მოლოდინშია, რომ ფინალში ერთმანეთს მესი და ნეიმარი დაუპირისპირდებიან.

დღეს პრესის გარეკანები აჭრელებული იყო რონალდუს სურათებით, ცნობილი გამომცელები გამოეხმაურენ, რონალდუს შესანიშნავ თამაშს ნაკრებში ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ, მრავალ პრესის სათაური იყო შემდეგი: "დაუძახეთ, მას მესია!", უდავოა, რომ სათაური ძალიან საინტერესოდ ჟღერს და შეიძლება გულშემატკივრები ამ სათაურმა დააფიქროს კიდევაც.







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)