ლივერპული 1-1 სიტი

ვიდეო 27-ნოე, 23:439 Sportnews 2298


ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "ლივერპული" და "სიტი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მშვენიერი სანახავი გამოვიდა და საბოლოოდ 1-1 დასრულდა.

სტუმრებს მოგების შემთხვევაში შეეძლოთ გაეზარდათ ჰანდიკაპი თანაქალაქელებთან, რადგან გუშინ ვერც "იუნაიტედმა" მოიგო, მაგრამ სხვაობა კვლავ შენარჩუნდა და 5 ქულას შეადგენს.

"ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ 30-ე წუთზე კომპანიმ დააწინაურა სტუმრები, შემდეგ კი ორ წუთში ავტოგოლი გაიტანა ლესკოტმა. მატჩის იმედგაცრუება კი მარიო ბალოტელია, რომელიც ცვლილებაზე შემოვიდა და რამდენიმე წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მოედანი დატოვა.

13 ტურის შემდეგ "სიტი" 35 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, "ლივერპული" 23 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი