ჯაკერინი :მიხარია რომ გოლის გატანა შევძელი

უცხოური ფეხბურთი 09-დეკ, 21:049 italy 1617


ტურინის “იუვენტუსის” მაისურით გატანილი პირველი გოლი ემანუელე ჯაკერინისთვის საიუბილეო მატჩში გავიდა, გუშინ იტალიელმა ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე კარიერაში მე – 200 შეხვედრა ჩაატარა.”ჩეზენას” ყოფილი ფეხბურთელი “ბოლონიასთან” სათასო დაპირისპირების შემდეგ ბედნიერი გახლდათ : “მოხარული ვარ, რომ ბებერი ქალბატონის მაისურით პირველი გოლის გატანა შევძელი, ამასთან, იუვენტუსმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.1/4 ფინალში თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი – ამ ტურნირის მოგებაა.კოპა იტალიაზე ადრეც მითამაშია, მაგრამ სერია B – დან, ახლა სრულიად სხვა სამყაროში ვარ.რაც შეეხება ჩემს თამაშს, კმაყოფილი ვარ, თუმცა პირველ ტაიმში საკუთარი თავის პოვნა გამიჭირდა, რამეთუ სტუმრები დაცვის მარჯვენა ფლანგს კარგად აკონტროლებდნენ.”

მატჩის მეორე ნახევარში გუნდმა უკეთ იასპარეზა : “დიახ, შესვენების შემდეგ უფრო სწრაფად თამაში დავიწყეთ.გვქონდა შანსი, გამარჯვება ძირითად დროში მოგვეპოვებინა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით.ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი – შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო.”

ანტონიო კონტემ ინტერვიუში მისი შეგირდი შეაქო : “ძალიან მსიამოვნებს, რომ მწვრთნელისგან საქებარ სიტყვებს ვისმენ.აუცილებლად განვაგრძობ პროგრესირებას, როგორც ფეხბურთელი.მიმდინარე კვირაში ბევრი ვიშრომე და საბედნიეროდ მოედანზე გასვლა დავიმსახურე.მითუმეტეს, ჩემს პოზიციაზე გუნდში რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე ირიცხება.”

შემდეგი გამოცდა ბიანკონერებს იტალიის დედაქალაქში, “რომას” წინააღმდეგ ელით : “ახალ მოწინააღმდეგეზე ფიქრი უკვე დავიწყეთ.ჯილიაროსის ძალიან სჭირდება გამარჯვება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.დედაქალაქს მხოლოდ სამი ქულისთვის ვესტუმრებით.”



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი