მილანმა რომა დაამარცხა

უცხოური ფეხბურთი 25-მარ, 11:009 Sportnews 2062


იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა "მილანმა" საკუთარ მოედანზე "რომას" უმასპინძლა და იბრაგიმოვიჩის დუბლის წყალობით 2-1 დაამარცხა.

მილანურმა გუნდმა ამ გამარჯვებით ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ახლა "მილანი" "იუვებტუსს" უკვე 7 ქულით უსწრებს, მაგრამ ტურინელებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. "იუვენტუსი" დღეს "ინტერს" დაუპირისპირდება.

ახლა კი "მილანი"-"რომას" შეხვედრას დავუბრუნდეთ, შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, გოლი 44-ე წუთზე ოსვალდომ გაიტანა, ამის შემდეგ კი იბრაგიმოვიჩის ჯერი დადგა, რომელმაც 53-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი 83-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ზლატანს ჩემპიონატში უკვე 22 გოლი დაუგროვდა და მეორე ადგილოსან დი ნატალეს 3 გოლით გაასწრო.

გოლები


სერია A-ს ცხრილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (195)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი