Image

"ჩელსი" 1:0 "ბარსელონა"

უცხოური ფეხბურთი 19-აპრ, 09:309 STEVEN 1944


















"არისტოკრატებმა" დიდი სიურპრიზი მიუძღვნეს საკუთარ გულშემატკივარს და ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მრისხანე "ბარსელონა" დაამარცხეს – 1:0. ამ გამარჯვებით ლონდონელებმა ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

თუმცა, სიმართლისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა და უკეთ რომ დაეგვირგვინებინა, შეიძლება მოეგო კიდეც. იმის თქმა მსურს, რომ "ბარსას" აშკარად მეტი რესურსი აქვს ფინალში გასვლისთვის, ვიდრე "ჩელსის". მარტო ორჯერ ძელმა იხსნა პეტერ ჩეხის კარი და ჩეხმა რამდენიმე სეივიც განახორციელა.

ვნახოთ, განმეორებითი მატჩი ბარსელონაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება და ვინ იცის, თუკი "არისტოკრატებს" კატალონიაშიც გაუმართლათ, ადვილი შესაძლებელია რობერტო დი მატეოს გუნდი ფინალშიც ვიხილოთ. მით უფრო, რომ – 1:0 ისეთი ანგარიშია, თუ ლონდონელებმა ერთი გოლი გაიტანეს, "ბარსელონა" იძულებული გახდება 3 გაიტანოს, რაც ურთულესი საქმეა "ჩელსის" მობილური დაცვის პირობებში.

ამრიგად, ესპანური კლუბებისთვის უიღბლო გამოდგა ნახევარფინალის პირველი მატჩები. "რეალი" მიუნხენში დამარცხდა (1:2), "ბარსა" კი ლონდონში (0:1). უქმეებზე ესპანეთში "ელ კლასიკოა". "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" "რეალს" მასპინძლობს. საინტერესოა, როგორ წარმართავენ მეტოქეები ამ მატჩს, როცა რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის უმძიმესი, განმეორებითი შეხვედრები ელით.

აქვე გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

"ჩელსი" 1:0 "ბარსელონა"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 19 აპრილი 2012 13:45
მესის შეფასებაა მაგარი , საღოლ დროგბას
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (195)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა