მადრიდში და ტურინში ზეიმისთვის ემზადებიან

უცხოური ფეხბურთი 13-მაი, 01:109 Sportnews 1537


2012 წლის 13 მაის სრულდება ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატი, უკვე ორივე ქვეყანაში ცნობილია ჩემპიონის ვინაობა. დღეს უკვე სანუკვარ თასებს ჩაიბარებენ მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" , ამიტომ მადრიდშიც და ტურინშიც ზეიმისთვის ემზადებიან.

მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონი 32-ე გახდა, "რეალმა" ტიტული ოფიციალურად ორი ტურით ადრე გაიფორმა, ხვალ მადრიდული გუნდი "მალიორკას" შეხვდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდება "რეალის" დაჯილდოვება. შეხვედრა საქართველოს დროიტ 22:00 საათზე დაიწყება, მოგების შემთხვევაში "რეალი" 100 ქულას მოაგროვებს, რაც პრემიერდივიზიონში რეკორდია. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატი 4 წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო

რაც შეეხებეა ტურინის "იუვენტუსს" , მათ ჩემპიონობა წინა ტურში მოიპოვეს, როდესაც მათ კონკურენტ "მილანს" 4 ქულით გაუსწრეს და მიუწვდომელები გახდნენ. ოფიციალურად ეს "იუვეს" 28-ე სერია A-ს ტიტულია. ტურინელები ხვალ 17:00 საათზე "ატლანტანს" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსს" მიმდინარე ჩემპიონატში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია და შეიძლება ხვალ მათ დაამყარონ რეკორდი, რომელსაც ვერავინ გაამჯუბესებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Wertil^ 15 მაი 2012 14:21
კაით რა გიხარიათ 6-7წელი არ გქონდათ აღებული პრიმერა :D მომდევნო თასს მინიმუმ 5წლის მერე ეღირსებით PD



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (128)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი