Image

რეალი ამერიკულ ტურნეზე გაემგზავრა

უცხოური ფეხბურთი 28-ივლ, 15:509 Sportnews 1332


















ჟოზე მოურინიო და მისი შეგირდები დღეს ამერიკულ ტურნეზე გაემგზავრნენ, მადრიდის "რეალი" დღეს ჩაფრინდება აშშ–ში , სადაც ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს გუნდს შეურთდნენ ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრების წევრები: კასილასი, რამოსი, ალონსო, არბელოა, ალბიოლი, რონალდუ და პეპე, რომლებიც "რეალთან" ერთად გაემგზავრებიან ამერიკაში, რაც შეეხება გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს, ოზილს და ხედირას, ისინი გუნდს აშშ–ში შეურთდებიან. "რეალის" "ლოს–ანჯელეს გალაქსი", "სანტოს ლაგუნა", "მილანი" და "სელტიკი" იქნებიან.

ჟოზე მოურინიომ ამერიკაში 25 ფეხბურთელი იახლა, საინტერესოა , რომ ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი კაკას არ წაიყვანდა შეკრებაზე, რითიც საბოლოოდ მიახვედრებდა, რომ მადრიდი უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ბრაზილიელი ამერიკაში გაემგზავრება და ამით იზრდება ალბათობა, რომ ის გუნდში დარჩება.

როგორც მოსალოდნელი იყო მოუმ ამერიკაში სამი მეკარე წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მცველებიდან პორტუგალიელმა კანტერას ფეხბურთელი ნაჩოც იახლა, დანარჩენი მცველები კი პირველი გუნდიდანაა, ერთადერთი დანაკლისი მარსელოა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში იღებს მონაწილეობას. პორტუგალიელმა თავის გადაწყვეტილებით კარვალიუ არ წაიყვანა თან, რომელიც დიდი ალბათობით დატოვებს გუნდს. ნახევამრცველებიდან გამოსაყოფია ახალგაზრდა უნიჭიერესი ფეხბურთელის ხესე როდრიგესის თან წაყვანა, რომელზეც მადრიდი და მთლიანად ესპანეთი დიდ იმედებს ამყარებს, ასევე უნდა ითქვას ახალგაზრდა კანტერანოს ალექსის თან წაყვანაზე. თავდასხმაა კი როგორც მოსალოდნელი იყო, ისეა დაკომპლექტებული.

მეკარეები - კასილასი, ადანი და ხესუსი

მცველები - არბელოა, ალბიოლი, რამოს, პეპე, ვარანი, კოენტრაუ და ნაჩო

ნახევარმცველები - ალონსო, ხედირა, შაჰინი, კალეხონი, გრანერო, ოზილი, ლასი, კაკა, დი მარია, ალექსი და ხესე

თავდამსხმელები - რონალდუ, ბენზემა, იგუაინი და მორატა

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
M_X_E_C_I 28 ივლისი 2012 16:54
ფაქ რეალ მადრიდ ;D
ADDIDAS 28 ივლისი 2012 16:31
მიდით ბიჭებიი!!!!!!!!! 9
George 28 ივლისი 2012 16:20
რაულიტო,
უი გამახსენდა ^_^
Sportnews 28 ივლისი 2012 16:12
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
iventusi_rati 28 ივლისი 2012 16:12
მაგარი სტატია.
M_X_E_C_I 28 ივლისი 2012 16:11
სიმართLე გითხრათ არც მე არ ვიიც :D
George 28 ივლისი 2012 16:10
რაულიტო,
ნაღდად არ ვიცი ;;;;;;;;;=========--0-))))))))))
Sportnews 28 ივლისი 2012 16:03
George,
კრიშტიანუს ნაირად რომ აქვს თქმები
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
George 28 ივლისი 2012 15:55
საღოლ!!!
ხესე ვინააა?
M_X_E_C_I 28 ივლისი 2012 15:51
ვა რა კაი სტატიაა :)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (164)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა