Image

Preview:რეალი-ბარსელონა

უცხოური ფეხბურთი 29-აგვ, 11:569 Sportnews 2048


















ვის ქომაგობთ?

დღეს გვიან ღამით ჩვენი დროით 00:30 სთ-ზე ერთმანეთს ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი მეტოქეები "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან "სანტიაგო ბერნაბეუზე".

აღნიშნული შეხვედრა ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით გაიმართება, როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ მატჩი "კამპ ნოუზე" შედგა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 3-2 დასრულდა. აღნიშნული შედეგი არც ერთ გუნდს უშანსოდ არ ტოვებს, "რეალს" მინიმალური გამარჯვება 1-0 და 2-1 ც ჰყოფნის, "ბარსელონას" კი არ წაგება.

მადრიდის "რეალმა" "საოცრად" დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონატის ფავორიტს 2 ტურის შემდეგ არც ერთი მოგება არ აქვს და მთავარ კონკურენტ "ბარსელონას" 5 ქულით ჩამორჩება. გასულ უქმეებზე "რეალმა" სტუმრად "ხეტაფესთან" 2-1 წააგო, "ბარსელონამ" კი სტუმრად "ოსასუნას" 2-1 დაამარცხა.

წინა დღეებში მთავარი ამბები მადრიდში ვითარდებოდა, მადრიდის "რეალმა" , როგორც იქნა და შეძლო ლუკა მოდრიჩის ყიდვა. "სამეფო გუნდმა" ხორვატ ვარსკვლავში 42 მილიონ ევრო გადაიხადა. როგორც შემდეგ გაირკვა ლუკას ტრანსფერი მოურინიოს სურდა, პერესი კი წინააღმდეგი იყო, მაგრამ პორტუგალიელმა თავის მიზანს მაინც მიაღწია. ლუკა მოდრიჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ 23 კაციან განაცხადში მოხვდა.

ბოლო მატჩების სტატისტიკა:

2012/13 - "ბარსელონა"–"რეალი" 3:2 (სუპერთასი)
2011/12 - "ბარსელონა"–"რეალი" 1:2
2011/12 - "ბარსელონა"–"რეალი" 2:2 (სამეფო თასი)
2011/12 - "რეალი"–"ბარსელონა" 1:2 (სამეფო თასი)
2011/12 - "რეალი"–"ბარსელონა" 1:3
2011/12 - "ბარსელონა"–"რეალი" 3:2 (სუპერთასი)
2011/12 - "რეალი"–"ბარსელონა" 2:2 (სუპერთასი)
2010/11 - "ბარსელონა"–"რეალი" 1:1 (ჩემპიონთა ლიგა)
2010/11 - "რეალი"–"ბარსელონა" 0:2 (ჩემპიონთა ლიგა)
2010/11 - "ბარსელონა"–"რეალი" 0:1 (სამეფო თასი)
2010/11 - "რეალი"–"ბარსელონა" 1:1

სავარაუდო შემადგენლობა







აირჩიე შენი შემადგენლობა










საყურებელი ლინკი

ყურება


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 29 აგვისტო 2012 23:00
კუენკას ტრავმა აქ და გამორიცხულია
Alex_Song 29 აგვისტო 2012 17:02
ციტატა: RichIe_blacKburen
რეალი: კასილასი, მარსელო, პეპე, რამოსი, არბელოა, ხედირა-ალონსო, რონალდო, ოზილი, დი მარია, პიპიტა.

ბარსელონა: ვალდესი, ალბა, პიკე, მასკე, ალვეში, ბუსკეტსი, ხავიესტა, ფაბრე, მესი, ალექსისი

ფაბრს ნაცვლად პედრო იქნება ალექსისის ნაცვლად ტელლიო ან კუენკა აი ნახავთ:) რაც შეეხება მოდრიჩს ის მეორე ტაიმშიი შემოვა იოზილისი ნაცვლად:)
iventusi_rati 29 აგვისტო 2012 14:19
რაულიტო,ხედირა ძან კარგ ფორმაშია და მოურინიო არ უღალატებს. ტან ხედირამ ამ ბოლო ხანებში ძან მოუმატა.
შეცვლით კი მგონ შეცვლის.
Sportnews 29 აგვისტო 2012 13:17
RichIe_blacKburen,
ალბათ მაგ შემადგენლობით ითამაშებს , მე კიდევ ხედირას ნაცვლად მოდრიჩი მინდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
iventusi_rati 29 აგვისტო 2012 12:31
შეიძლება ძირითადში ვილა დაყენოს.
Richie 29 აგვისტო 2012 12:25
Barca_Fan,
მესი ცენტროფორვარდი იქნება? შანსი არაა გამორიცხულია.

რეალი: კასილასი, მარსელო, პეპე, რამოსი, არბელოა, ხედირა-ალონსო, რონალდო, ოზილი, დი მარია, პიპიტა.

ბარსელონა: ვალდესი, ალბა, პიკე, მასკე, ალვეში, ბუსკეტსი, ხავიესტა, ფაბრე, მესი, ალექსისი

ასეთი მგონია მე და რავი
Alex_Song 29 აგვისტო 2012 12:20
ვაიმე ეს როგორ ჩასვი რა მაგრად მევასება შემადგენლობის დაყენება:)

http://www.picz.ge/img/s3/1208/29/a/a31893f5586a.png>>> ბარსას ტაქტიკა
http://www.picz.ge/img/s1/1208/29/4/47b0587e9bf5.png>>>რეალის ტაქტიკა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა