ესიენი კარიერას მადრიდში გააგრძელებს

უცხოური ფეხბურთი 01-სექ, 11:539 tandila 1681


29 წლის განელმა ფეხბურთელმა მაიკლ ესიენმა "არისტოკრატები" არენდის წესით დატოვა და საფეხბურთო კარიერას 1 წლით "მადრიდის რეალში" განაგრძობს. ამ სიახლეს ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

მან მისი პირველი გოლი "ტოტენჰემთან" შეხვედრაში გაიტანა. სულ კი ესიენმა "ჩელსის" მაისურით 247 თამაშიდან 25 გოლის გატანა შეძლო. მაიკლი ლონდონის "ჩელსისთვის" მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი იყო, 6 წელი გაატარა ლონდონში და "არისტოკრატებთან" ერთად მოგებული აქვს: 2–ჯერ პრემიერ ლიგის ტიტული, 4–ჯერ ფა ქაფი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

"მაიკლი ძალზედ პოპულალური ფიგურა გახლდათ, როგორც გუნდის, ასევე ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების თვალში," – იუწყება ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი.


-



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 1 სექტემბერი 2012 12:13
ოო ეს კაი ტრანსფერია.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (5)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)