მანჩესტერმა ლივერპული დაამარცხა

უცხოური ფეხბურთი 23-სექ, 21:139 Sportnews 1712


დღეს გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "ენფილდზე" "ლივერპული" და "მანჩესტერი" დაუპირისპირდნენ.

"ენფილზე" გამართული შეხვედრის პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაირა, უნდა აღინიშნოს, რომ პრველ ნახევარში პირველ ნომრად მასპინძლები თამაშობდნენ და შეხვედრის დებიუტშივე ჰქონდათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენეს, გოლის გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ. შეხვედრის 39-ე წუთზე მოედნიდან შელვი გააძევეს და "ლივერპული" 10 კაცით დარჩა მოედანზე.

მეორე ტაიმის დებიუტშივე მასპინძლები ლეგენდარულმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა დააწინაურა, კაპიტანმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა, თუმცა "ლივერპულელთა" სიხარულმა მოკლე ხანს გასტანა, 51-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით რაფაელმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 81-ე წუთზე კი ვან პერსიმ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-1, ჰოლანდიელმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის მთავარი არბიტრი "ლივერპულელთა" მიმართ ორივე მომენტში ძალიან მკაცრად მოიქცა, როგორც შელვის გაძევების დროს, ასევე თერთმეტმეტრიანის დანიშვნის დროს.

"ლივერპული" 1:2 "იუნაიტედი"
გოლები: ჯერარდი 46 - რაფაელი 51, ვან პერსი 81 (პენალტი)

"ლივერპული": რეინა, კელი, აგერი (კარაგერი 80), შკრტელი, ჯონსონი, ალენი, ჯერარდი, შელვი, ბორინი (სუსო 46), სტერლინგი (ჰენდერსონი 66), სუარესი.

"ემიუ": ლინდეგაარდი, რაფაელი (უელბეკი 89), ფერდინანდი, ევანსი, ევრა, კერიკი, გიგზი, ვალენსია, კაგავა (ჩიჩარიტო 82), ნანი (სქოულზი 46), ვან პერსი.

გაფრთხილება: რეინა - სქოულზი, ვან პერსი
გაძევება: შელვი 39




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
JFT96 23 სექტემბერი 2012 22:45
არიყო ეს წასაგები თამაში.მსაჯი მოიქცა არაადეკვატურად და გააფუჭა თამაში...უსამართლოდ მოექცა ლივეს ძაან!!!
admin 23 სექტემბერი 2012 22:40
არა ხომ ვთქვი მანიუს არავის დავაჩაგრინებ თქო :))
iventusi_rati 23 სექტემბერი 2012 21:31
არა მარცხი არ ეკუთნოდა.
Sportnews 23 სექტემბერი 2012 21:14
ფრედ უნდა დამთავრებული ეს შეხვედრა, ლივერპულს დიდი პოტენცია აქვს და თავიდან ცუდი კალენდარი ჰქონდა და წესით ეხლა უნდა დაიწყოს მოგებები
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)