ქეცბაისა და კაშიას კომენტარები

უცხოური ფეხბურთი 13-ოქტ, 12:559 Sportnews 1866


ფინეთი-საქართველოს შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს თემურ ქეცბაიამ და გურამ კაშიამ.

„ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ ჩვენს კარში მიღებულმა ბურთმა ცოტა აგვრია... უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, ვფიქრობ, ეს ფრე ცუდი შედეგი არ არის. ამ ეტაპზე, ჯგუფში მესამე ადგილზე ვართ. ახლა, მთავარია, მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ. რაც მთავარია, ბელარუსში ცუდ ხასიათზე არ მოვდივართ“ - განაცხადა მატჩისშემდგომ კომენტარში გურამ კაშიამ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი აზრით კი, მის გუნდს გამოცდილება აკლია და ამ მატჩში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თემურ ქეცბაია: „გულდასაწყვეტია, რომ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ ჩემი ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. გამოცდილება გვაკლია, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდაა... მაგრამ სწორედ, ასეთ თამაშებში გაიზრდებიან და მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული ძალიან დამწყდა, თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრად ვითამაშეთ და ჩვენი მეტოქე კი, სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს.

ბელარუსში კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. მთავარია, ფეხბურთელებმა კარგად დაისვენონ. ისინი კი, ვისაც დღეს არ უთამაშია, უკეთ მოემზადონ. იმედი მაქვს, დარჩენილ სამ დღეში ამას შევძლებთ - გავალთ და მომდევნო თამაშს მოვიგებთ. თან, ბელარუსები ისევ უქულოდ არიან და თუ 16-ში წარმატებას მივაღწევთ, ჩვენს მიზანს ნაწილობრივ უკვე შევასრულებთ და ჯგუფში მესამე ადგილზე დავმკვიდრდებით.“


საქართველოს ნაკრები ბელარუსში ხვალ დილით გაემგზავრება და შუადღეს უკვე მინსკში იქნება. „ჯვაროსნები“ სასტუმრო „ქროუნ პლაზაში“ დაბინავდებიან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 13 ოქტომბერი 2012 22:20
კი ძალიან
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
iventusi_rati 13 ოქტომბერი 2012 18:42
მაგარი ჭამა ხიზანამ და რევიშვილმა.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (5)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)