<<>>

სანდრო კობახიძე: ბელორუსის ნაკრებთან ჩვენს შანსს დაველოდებით

უცხოური ფეხბურთი 16-ოქტ, 14:009 Sportnews 2368


საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სანდრო კობახიძემ ბელორუსის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე კომენტარი გააკეთა და ასევე, ფინელებთან (1:1) შეხვედრაზე ისაუბრა.

"ფინეთთან თამაშამდე, ვინმეს რომ ეთქვა, ქულას აიღებთო, ალბათ, კმაყოფილებიც კი დავრჩებოდით და ნორმალურ შედეგად ჩაგვეთვლებოდა, თუმცა ამ თამაშში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქულა კი არ ავიღეთ, ქულები დავკარგეთ... რაც ძალიან საწყენია. ასეთ თამაშში გამარჯვების ხელიდან გაშვება კარგი არ არის.

მაგრამ ახლა ფინეთთან თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან, ჩემი აზრით, წინ უფრო რთული მატჩი გველის და მასზე უნდა მოვახდინოთ სრული კონცენტრაცია.

ძალიან კარგი შანსი გვაქვს, ბელორუსებთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, თამამი განაცხადი გავაკეთოთ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაზე.

ბელორუსი სერიოზული, მებრძოლი გუნდია და ეგ არაფერს ნიშნავს, რომ შესარჩევში ჯერჯერობით ყველა მატჩი წააგეს.

აუცილებლად შეეცდებიან, მთელი ძალებით შემოგვიტიონ და მინიმუმ, სწრაფი გოლი გაგვიტანონ. ჩვენი ამოცანა იქნება, გოლი არ გავუშვათ და ჩვენს შანსს დაველოდოთ, რომელიც აუცილებლად გვექნება" - აღნიშნა კობახიძემ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (57)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (652)
სიტი-რეალი