<<>>

D ჯგუფი: დორტმუნდი და რეალი მერვედ ფინალში!

უცხოური ფეხბურთი 22-ნოე, 02:229 Sportnews 1558


D ჯგუფიდან ანუ სიკვდილის ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილოსანთა ვინაობა ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე თამაშს გერმანიისა და ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები გააგრძელებენ.

ბოლო ტურის წინ ჯგუფში მხოლოდ ერთი ინტრიგაღაა, თუ ვინ დაიკავებს მესამე ადგილს და ვინ გადაინაცვლებს ევროპის ლიგაზე. მეხუთე ტურში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ გაარკვია პირველ-მეორე ადგილოსანთა ვინაობა.

ბევრისთვის მოულოდნელად პირველ ადგილს გერმანიის ჩემპიონი "დორტმუნდი" დაიკავებს, გერმანელებს ხუთი ტურის შემდეგ 11 ქულა აქვთ და ბოლო ტურში მიუხედავად იმის, რომ შეიძლება "რეალი" ქულებით გაუთანაბდრეს, მიანც ვერ დაეწევა, ურთიერთშეხვედრების ცუდი ბალანსის გამო.

"დორტმუნდმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონი "აიაქსი" , ინგლისში კი ერთმანეთს "სიტი" და "რეალი" დაუზავდნენ. ბოლო ტურში ერთმანეთს "რეალი"-"აიაქსი" და "დორტმუნდი"-"სიტი" დაუპირისპირდებიან.


D ჯგუფი: დორტმუნდი და რეალი მერვედ ფინალში!


D ჯგუფი

აიაქსი-ბოდრტმუნდი 1:4 (0:3)

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა” 47500

აიაქსი (4-3-3):
ვერმეერი, ვან რიინი, ალდერვაირელდი, მოიზანდერი, ბლინდი, ენოჰი (ჰოესენი 64), პოულსენი (შონე 46), ერიკსენი, ლუკოკი, დე იონგი, ბოერიგტერი (ფიშერი 73).

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი (პერისიჩი 63), გიუნდოგანი, გიოტცე (ბლაშჩიკოვსკი 70), როისი (შიბერი 79), გროსკროიტცი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: 0:1 როისი (8), 0:2 გიოტცე (36), 0:3 ლევანდოვსკი (41), 0:4 ლევანდოვსკი (67), 1:4 ჰოესენი (86).

გაფრთხილებები: ენოჰი 18, მოიზანდერი 84 - გიოტცე 53.

მსაჯი: პედრო პროენსა.

ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 9 (6)-5 (4), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-7, ჯარიმა: 12-9.



სიტი-რეალი 1:1 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰედი” 45740

სიტი (3-5-2):
ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, მაიკონი, ტურე, სილვა, ნასრი (ტევესი 60), კოლაროვი (გარსია 46), ჯეკო, აგუერო (მილნერი 88).

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია (ალბიოლი 90), მოდრიჩი (კალიეხონი 68), რონალდუ, ბენზემა (ვარანი 75).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 0:1 ბენზემა (10), 1:1 აგუერო (73, პენ).

გაფრთხილებები: ტურე 30, მაიკონი 40, ნასრი 53, საბალეტა 58, გარსია 90+4 - არბელოა 32, ალონსო 48, რამოსი 61.

გაძევება: არბელოა 73.

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 10 (6)-9 (6), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-5, ჯარიმა: 22-10.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
global 26 ნოემბერი 2012 21:42
რეალის დედასაც სჰვეცი და მან სიტისაც !!!

ბარსა ფორევა !
Sportnews 22 ნოემბერი 2012 02:24
მოურინიო: "ჩვენ ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ, ეს იმას ნიშნავს რომ ერთ-ერთი პირველ ადგილზე გასულ გუნდს პრობლემები ექნება 1/8 ფინალში!" <<< yvelaferia natqvami
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (57)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (652)
სიტი-რეალი