Image

B ჯგუფი: შალკე და არსენალი მერვედფინალში!

უცხოური ფეხბურთი 22-ნოე, 11:229 Sportnews 1112


















მეხუთე ტურის შემდეგ B ჯგუფში გაირკვა იმ გუნდთა ვინაობა, რომლებიც მერვედფინალში ითამაშებენ, ამ ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე "შალკე" და "არსენალი" გავიდნენ.

ბოლო ტურის წინ მხოლოდ ერთი ინტრიგაღაა შემორჩენილი, თუ ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს "არსენალი" თუ "შალკე" , გერმანული გუნდი ინგლისურ გუნდს 1 ქულით უსწრებს და ბოლო ტური გადაწყვეტს თუ ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს.

ევროპის ლიგაზე გამსვლელი გუნდის ვინაობაც ცნობილია, B ჯგუფში მესამე ადგილს ოლიმპიაკოსი დაიკავებს, ბერძნული გუნდი "მონპელიეს" 5 ქულით უსწრებს, მეხუთე ტურიში "შალკემ" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა 1:0 , "არსენალმა" კი ინგლისში 2:0 "მონპელიე"დაამარცხა. ბოლო ტურში ერთამენს "მონპელია"-"შალკე" და "ოლიმპიაკოსი"-"არსენალი" დაუპირისპირდებიან.

B ჯგუფი: შალკე და არსენალი მერვედფინალში!


B ჯგუფი

არსენალი-მონპელიე 2:0 (0:0)

ლონდონი, “ემირეითსი” 59760

არსენალი (4-3-3):
შესნი, სანია, მერტეზაკერი, კოსილნი, ვერმაელენი, არტეტა, უილშირი, კასორლა (კოკელინი 84), ჩემბერლენი (რემსი 69), ჟირუ (ჟერვინიო 84), პოდოლსკი.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, დეპლანჟი, კონგრი, ელ კაუტარი, ბედიმო, იანგა მბივა, ესტრადა (მარვო 79), კაბელა (ერერა 68), ბელანდა, მუნიე, შაბრონიე (მარტინი 69).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

გოლები: 1:0 უილშირი (49), 2:0 პოდოლსკი (63).

გაფრთხილებები: კასორლა 39, ჟირუ 53, კოსილნი 76 - ბედიმო 66, დეპლანჟი 83.

მსაჯი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9 (6)-5 (1), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 4-7, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-13.



შალკე-ოლიმპიაკოსი 1:0 (0:0)

გელზენკირხენი, “ფელტინს არენა” 52254

შალკე (4-2-3-1):
უნერშტალი, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი, ჯონსი, ნოიშტადტერი, ფარფანი, ჰოლტბი (პუკი 71), დრაქსლერი (ბარნეტა 88), ჰუნტელაარი (მარიკა 90).

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი.

ოლიმპიაკოსი (4-3-3): კეროლი, ტოროსიდისი, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი, მანიატისი, მოდესტო (იბაგასა 81), გრეკო (ფუსტერი 66), აბდუნი, მიტროღლუ (ჯებური 74), მაჩადო.

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი.

გოლი: 1:0 ფუხსი (77).

გაფრთხილებები: პაპადოპულოსი 39 - ჰოლებასი 41.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 20 (11)-3 (2), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-9, ჯარიმა: 9-9.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
chicharito14 22 ნოემბერი 2012 19:41
გასაკვირი არც უნდა იყოს
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა