ყელში ამოვიდა მოურინიო!

უცხოური ფეხბურთი 12-დეკ, 18:229 Sportnews 1490


საფეხბურთო კლუბ "კორდობას" პრეზიდენტმა კარლოს გონსალესმა, რომელიც მადრიდის "რეალის" სრულუფლებიანი წევრიცაა, ჟოზე მოურინიოს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა.

"უკვე ყელში ამოვიდა ეს კაცი. აჯობებს, თუ "რეალი" მოურინიოს თავიდან მოშორებაზე იფიქრებს და უკვე აქედანვე დაიწყებს ახალი ტოპ-მწვრთნელის ძიებას.

ადრე "რეალი" თავის აღზრდილებს ეყრდნობოდა, "ბარსელონა" კი ძვირფას ფეხბურთელებს ყიდულობდა - იოჰან კრუიფისა და დიეგო მარადონასნაირებს.

მაშინ ჩვენ მუდმივად წარმატებულები ვიყავით, მაგრამ დროება შეიცვალა - ახლა "რეალი" ყიდულობს ვარსკვლავებს, "ბარსელონა" კი თავად ზრდის ფეხბურთელებს.

ჰოდა, შეხედეთ მათ მიღწევებს", - აქვეყნებს გონსალესის სიტყვებს გოალ.ქომ.

"ამ ყველაფერს ჭკუიდან გადავყავარ - ჩვენი კლუბის იმიჯი კნინდება და დღეს მტერი უფრო მეტი გვყავს, ვიდრე მოყვარე.

ის, რომ მოურინიო "რეალის" აღზრდილ ახალგაზრდებს უყურადღებოდ ტოვებს, უდიდესი შეცდომა მგონია", - დასძინა "კორდობას" პრეზიდენტმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
cotne_mari 15 დეკემბერი 2012 18:55
ეს ხო არ უბერავს რა რონალდუ რადგან რეალის აღზრდილი არ არის არ უნდა ითამაშოს ან თუნდაც ოზილმა ამას შიგ აქვს დ ა გარეთ ეძებს ეს თვითონ უნდა გააგდონ ან რო იძახის ადრე ჩვენ ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები გვყავდაო რომელი იყო რეალის აღზრდილი ალჟილერი ზიდანი თუ ბრაზილიელი რონალდუ უბერავ ს ვიღაცაა
Sportnews 12 დეკემბერი 2012 19:45
მოურინიო მართლაც ბევრს ამოუვიდა ყელში , ამიტომ ტიტული უნდა მოიგოს წელს აუცილებლად რომ დარჩეს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)