რეალის მწვრთნელმა და ფეხბურთელმა იჩხუბეს

უცხოური ფეხბურთი 13-დეკ, 19:369 Sportnews 2013


ესპანური პრესა იუწყება, რომ 10 დეკემბერს, საღამოს ვარჯიშზე, "სიუდად დეპორტივას" ბაზაზე ორი პორტუგალიელის შელაპარაკება მოხდა - მთელი გუნდის თვალწინ ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა რუი ფარიამ და ფაბიო კოენტრაომ წაიჩხუბეს.

კოენტრაო ტრავმირებული იყო, თუმცა ვარჯიში მან შეძლო. 5-5-ზე თამაშში პორტუგალიელი მცველი ჯერ ერთ გუნდში იყო მე-6 კაცი, შემდეგ მეორეში. მას გამორჩეული ფერის მაისურა ეცვა, რომ თანაგუნდელები მორიდებოდნენ ტრავმირებულს.

ვარჯიშის ბოლოს რუი ფარია რაღაცით უკმაყოფილო დარჩა და ახსნა-განმარტება ფეხბურთელს მოსთხოვა, რასაც პორტუგალიურ ენაზე მწვავე კამათი მოჰყვა ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის. ბოლოს კოენტრაო შეტრიალდა და ისე, რომ ნებართვა არ აუღია, გასახდელისკენ წავიდა.

ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, კოენტრაო სათასო განაცხადში არ შეიყვანოს და დროებით რეზერვისტებში გადაიყვანოს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (14)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)