მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირების მოლოდინში

უცხოური ფეხბურთი 16-დეკ, 11:189 Sportnews 1769


დღეს ესპანეთის ჩემპიონატში ორი ისტორიული ანუ მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირება გველოდება, მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "ესპანიოლს" უმასპინძლებს, კატალონიაში "კამპ ნოუზე" კი ბარსელონა "ატლეტიკოს".

ამ ორი შეხვედრიდან გამოსარჩევი რა თქმა უნდა, "კამპ ნოუზე" ჩასატარებელი მატჩია, შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი წრის ცენტრაული მატჩია, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილს შესაბამისად "ბარსელონა" და "ატლეტიკო" იკავებს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ შეხვედრის შედეგით "რეალი" ისარგებლებს, "სამეფო გუნდი" მოგების შემთხვევაში ან ლიდერთან შეამცირებს სხვაობას, ან მეორე ადგილოსანთ ან ორივესთან.

16 დეკემბერს "კამპ ნოუზე" ვიხილავთ, ვისი ვარსკვლავი სჯობს - ლა ლიგაში 23 გოლის გამტანი ლეო მესი, რომელიც ახლახან "უორლდ სოკერის" მიხედვით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუ 16 გოლის გამტანი რადამელ ფალკაო, რომელმაც წინა ტურში ხუთი გოლი გაიტანა.

ოფიციალური ინფორმაციით, კოლუმბიელის თამაში საეჭვოა, მან თასის შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა, ვფიქრობთ, სეზონის მთავარ მატჩს "ელ ტიგრედ" ცნობილი ფალკაო სეზონის მთავარ მატჩს არ გამოტოვებს.

გულშემატკივრები მართლაც საინტერესო მატჩის მოლოდინში არიან, მატჩი ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება, წელს "ბარსელონას" ქულები მხოლოდ მადრიდის "რეალმა" დააკარგვინა, ვნახოთ იგივეს თუ შეძლებს მეორე მადრიდული გუნდი.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია, მესი, პედრო.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მ. სუარესი, გაბი, არდა თურანი - ფალკაო, დ. კოშტა.

მადრიდის "რეალი" "ესპანიოლთან" შეხვედრას ცუდ ხასიათზე ხვდება, გუნდმა თასის შეხვედრაში "სელტასთან" წააგო, ასევე არაა დალაგებული სიტუაცია გუნდში,შეიძლება ითქვას "სამეფო გუნდს" ცუდი დროება უდგას, მაგრამ დღევამდელ შეხვედრაში 3ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან კატალონიური გუნდი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია და გამოკვეთილი აუტცაიდერია.

საეჭვოა ფრანგი ფორვარდის კარიმ ბენზემას თამაში, რომელმაც სათასო შეხვედრაში ტრავმა მიიღო , მოგეხსენებათ "რეალს" იგუაინიც ლაზარეთში ჰყავს, ბენზემას ვერ თამაშის შემთხვევაში, მის ადგილს ან რონალდუ დაიკავებს ან ახალგაზრდა ალვარო მორატა. მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდუ - ბენზემა.
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი, ფორლინი - ს. გარსია, ვერდიუ, სიმაო - სტუანი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
cotne_mari 17 დეკემბერი 2012 17:02
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

2-1 ერტს რო იგებ სჰეიდზლება გოლი გაგიტანონ
iventusi_rati 16 დეკემბერი 2012 22:36
მიდი კატალონია შესკენ ვარ. 2 3



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)