Image

რეალი აპირებს რონალდუს ხელფასი 1.5-ჯერ გაუზრდოს

უცხოური ფეხბურთი 11-იან, 00:299 DERICT 1796


















მადრიდის "რეალი" აპირებს ყველანარი ხერხის გამოყენებით შეინარჩუნოს თავისი ლიდერი. როგორც, ესპანური მედია საშუალებები იტყობინებიან მადრიდელები კრიშტიანო რონალდუსათვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ. ამ დროისათვის პორტუგალიელი ფეხბურთელი სამეფო კლუბისაგან წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებს. როგორც მოსალოდნელია ახალი შეთავაზების თანახმად რონალდუს გასამრჯელო ერთნახევარჯერ გაიზრდება და მისი შემოსავალი წელიწადში 15 მილიონი ევრო გახდება. ესპანელები ყველანაირად ცდილობენ, რათა თავისი 27 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი შეინარჩუნონ. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუ არ აპირებს მადრიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. თუ რონალდუ კლუბს დატოვებს, მაშინ მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

კრიშტიანუ "რეალში" 2009 წლიდან გამოდის. ამ ხნის მანძილზე მან კლუბში 119 მატჩი ჩაატარა და 128 გოლი გაიტანა.

ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 100 ჩატარებული შეხვედრაა და მეტოქის კარის დალაშქვრა 37-ჯერ მოახერხა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
JoXa 14 იანვარი 2013 14:37
ჩემი აზრით იმსახურებს
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (205)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა