პერესმა ფალკაოსთან და მის აგენთან ერთად ისადილა

უცხოური ფეხბურთი 12-იან, 00:049 Sportnews 1647


როგორც ჩანს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომ კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო იყიდოს.

პერესმა ფალკაოსთან და მის აგენტთან, ჟორზე მენეშთან ერთად ისადილა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რის შესახებ იქნებოდა სადილი. საინტერესო ფაქტია, რომ ფალკაოს აგენტი, ჟორზე მენეში ასევე ჟოზე მოურინიოს, კრიშტიანუ რონალდუს და სხვა რამდენიმე "რეალის" ფეხბურთელის აგენტია, ასე, რომ სავარაუდოდ ამ ფაქტორმა ეს ტრანსფერი უნდა გაადვილოს.

რამდენად მოასწრებს პრეზიდენტი, რომ იანვარშივე შეძლოს კოლუმბიელის ხელში ჩაგდება ცოტა საეჭვოა, ალბათ გათვლები უფრო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდზეა, პერესი კი თადარიგს ახლავე იჭერს, რომ იგივე არ დაემართოს რაც კუნ აგუეროს შემთხვევაში მოხდა.

ასევე აქვე ვთქვათ, რომ დღეს მადრიდში იმყოფებოდა ეშლი კოულის აგენტიც, ინგლისელი ფეხბურთელი სავარაუდოდ იანვარშივე შეუერთდება "სამეფო გუნდს".




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (40)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)