ჩელსიმ არსენალს აჯობა, მანჩესტერი ტოტენჰემს დაუზავდა

უცხოური ფეხბურთი 20-იან, 23:279 Sportnews 2465


ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მეორე დღეს ლონდონში ორი ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "ჩელსი" და "არსენალი" ხვდებოდნენ, მეორე შეხვედრაში კი ერთამენთს "ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" დაუპირისპირდნენ.

ლონდონურ დერბიში გამარჯვება მასპინძლებს დარჩა, ლონდონის "ჩელსიმ" თანაქალაქელები 2:1 დაამარცხეს. შეხვედრაში ანგარიში მატამ უკვე 6-ე წუთზე გახსნა, 17-ე წუთზე ლამპარდმა 2-0 გახადა ანგარიში, ინგლისელმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანით გაზარდა სხვაობა. "არსენალმა" 58-ე წუთზე შეამცირა სხვაობა, თეო ვოლკოტმა 2:1 გახადა ანგარიში და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. "მეთოფეებმა" ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

"ჩელსი" 2:1 "არსენალი"
გოლები: მატა 6, ლამპარდი 17 (პენალტი) - უოლკოტი 58

"ჩელსი": ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, კოული, რამირესი, ლამპარდი, ოსკარი (ბერტრანდი 72), აზარი (მარინი 88), მატა, ტორესი (ბა 80).

"არსენალი": შესნი, სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი, კოკელენი (რემსი 59), დიაბი (არშავინი 75), უოლკოტი, უილშირი, კასორლა, ჟირუ.

გაფრთხილება: მატა, კოული - შესნი

ჩელსიმ არსენალს აჯობა, მანჩესტერი ტოტენჰემს დაუზავდა


ტურის მეორე ცენტრალურ შეხვედრაში, როგორც მოგახსენეთ, ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" ხვდებოდნენ. მოგეხსენებათ "მანჩესტერი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, "ტოტენჰემი" კი ოთხელში შესვლას ლამობს, ამიტომ ორივე გუნდისთვის ქულების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაში ანაგარიში 25-ე წუთზე "მანჩესტერთა" მთავარმა მეგოლემ რობინ ვან პერსიმ ანგარიში გახსნა, მასპინძლება სტუმრებს გამარჯვება მატჩის დამატებული დროის ბოლო წუთზე გამოგლიჯა, გოლის ავტორი დემპსი გახდა.

23-ე ტურის შემდეგ "მანჩესტერი" ცხრილის სათავეში იმყოფება, მეორე ადგილოსან თანაქალაქელებს 5 ქულით უსწრებს, "ჩელსი" მესამე ადგილს იკავებს, "ტოტენჰემი"-მეოთხე ადგილზეა, "არსენალი" კი-მეექვსეა.

"ტოტენჰემი" 1:1 "მანჩესტერ იუნაიტედი"
გოლები: დემპსი 90+3 - ვან პერსი 25

"ტოტენჰემი": ლორისი, უოკერი, დოუსონი, კოლკერი, ნოტონი (ასუ-ეკოტო 64), ლენონი, პარკერი (ჰადლსტოუნი 80), დემბელე, ბეილი, დემპსი, დეფო.

"ემიუ": დე ხეა, რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ჯონსი, კერიკი, კლევერლი (ვალენსია 74), უელბეკი, ვან პერსი, კაგავა (რუნი 62).

გაფრთხილება: დოუსონი - ევრა, კერიკი, რაფაელი, რუნი

ჩელსიმ არსენალს აჯობა, მანჩესტერი ტოტენჰემს დაუზავდა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (203)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი