საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
ხვიჩამ „ლიონი“- „პსჟ“-ის (2:3) შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, რამდენიმე მწვავე მომენტი შექმნა და ფრანგ გულშემატკივარს თავი ლამაზი თამაშით დაამახსოვრა, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ისევე როგორც ანალიტიკურმა ვებგვერდემა – Flashscore-მა (9,0 ქულა) და Whoscored-მა (8,9).
რჩეულ თერთმეტეულში კი კვარაცხელია Sofascore-მა შეიყვანა, რომელმაც ტურის შეხვედრაში მეორე საუკთესო შეფასება (8,6) დაუწერა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტური შედეგიანი გამოდგა ქართველი ფეხბურთელებისთვის, სამივე მათგანმა საგოლე გადაცემა შეასრულა – გიორგი მიქაუტაძის გადაცემით „პსჟ“-ის კარში პირველი გოლი გავიდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენი“-„ანჟერის“ დაპირისპირებაში (3:3) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
წყარო: 1tv.ge-SPORT



