Image

შერმადინის სასტარტო ხუთეული, 13 ქულა და გამარჯვება სალონიკში

კალათბურთი 27-მარ, 20:289 რაულიტო 1178


















საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ბერძნულ გრანდ "ოლიმპიაკოსის" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და თავისიანებს სტუმრად "არისის" დამარცხებაში დაეხმარა. პირეოსელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს, შერმადინი კი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


შერმადინმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 13 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ის ოლიმპიაკოსელთაგან მხოლოდ 15 ქულის მიმთვლელ პერპეროღლუს ჩამორჩა. შერმადინის დარად 13 ქულა მოაგროვა პირეოსელთა ლიდერმა სპანულისმა. მარგი ქმედების კოეფიციენტით გიორგი მხოლოდ პერპეროღლუს ჩამორჩა.


21 მატჩიდან 20 გამარჯვებით პირეოსელები საბერძნეთის რეგულარულ ჩემპიონატს ლიდერობენ. შიდაჩემპიონატის მომდევნო მატჩი შერმადინის გუნდს 1 აპრილს, შინ "აეგეასთან" ელის, მანამდე კი, 29 მარტს ევროლიგაში ყოფნა-არყოფნის მატჩი აქვს სტამბოლის "ფენერბაჰჩესთან".

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა