სოხუმი-დინამო გადათამაშდება

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 28-მარ, 18:509 რაულიტო 1496


საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის მე-8 ტურის მატჩის, "სოხუმი" – "დინამოს" ვიდეოანალიზისას საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის მიერ აღმოჩენილ იქნა შემდეგი დარღვევა:

მესამე მეოთხედის პირველ წუთზე "დინამოს" მოთამაშის, ფლინ კლაიმენის (ნომერი 33)მიერ ჩაგდებული და მატჩის არბიტრის მიერ სწორად ჩათვლილი საჯარიმო სროლა შეხვედრის მსაჯი-მდივნის მიერ არ იქნა აღრიცხული მატჩის ოქმში და შესაბამისად, დარბაზის ტაბლოზე. აღნიშნული დარღვევა ვერ შეამჩნია და რეაგირება არ მოახდინა მატჩის კომისარმა.

შეხვედრა დასრულდა "სოხუმის" სასარგებლოდ 74:73 და ამ არჩათვლილმა ერთმა ქულამ გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე. მსაჯთა კავშირის რეკომენდაციით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ და სუპერლიგამ დაადგინა:

აღნიშნული მატჩის შედეგი გაუქმდეს და დაინიშნოს გადათამაშება. ორივე გუნდთან შეთანხმების შემდეგ მატჩი გაიმართება ამა წლის 10 აპრილს, 13 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზში.

აღნიშნულ შეცდომაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გასატარებელ სანქციებზე კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანო იმსჯელებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი