Image

შერმადინის ოლიმპიაკოსი ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა

კალათბურთი 13-აპრ, 18:459 რაულიტო 1221


















გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა. პირეოსელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად - 71:53 მოუგეს თურქულ "ეფესს" და ოთხთა ფინალამდე 1 გამარჯვებაღა აშორებთ.

ქართველმა ცენტრმა 11,13 წუთი ითამაშა და ერთადერთ ქულას დასჯერდა. შერმადინმა 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. 1 ქულასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესი.

15 ქულით პირეოსელებს ვასილის სპანულისმა ულიდერა, ხოლო კაილი ჰაინსმა „ოლიმპიაკოსს“ 12 ქულა შესძინა. სერიის მომდევნო მატჩი 17 აპრილს სტამბოლში გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში, თუკი ოლიმპიაკოსელები 3 გამარჯვებამდე ვერ მივლენ, მომდევნო მატჩი თურქეთის ****ქალაქში 19 აპრილს გაიმართება. მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი კი პირეოსში ჩატარდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა