Image

მარკოიშვილმა სტამბოლურ დერბიში იმარჯვა, პულენი - საუკეთესოა

კალათბურთი 15-აპრ, 17:199 რაულიტო 1305


















გასული უქმეები შედარებით ნაკლებად გამორჩეული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. ყველაზე შედეგიანად საქართველოს ნაკრების ლეგიონერი წევრი, ამერიკელი ჯეიკობ პულენი გაისარჯა.

პულენის „ოკნოპლასტი“ იტალიური სერია „ა“-ს მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ შეხვდა და 55:75 დამარცხდა. ჯეიკობი 12 ქულით ბოლონიელთა შორის საუკეთესო იყო, ხოლო სანიკიძემ 14 წუთი ისე ითამაშა, ქულა არ მიუთვლია. პულენმა 21 წუთში 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და 12 ქულით სტუმართა რიგებში საუკეთესო გახლდათ. ჯეიკობმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. რაც შეეხება სანიკიძეს, სიენელთა ფორვარდმა 3 ორქულიანი და 1 სამიანი ააცილა. სანიკიძის ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 დაფარება დაგროვდა.

16 მოგებითა და 11 მარცხით სიენელები სერია „ა“-ში მე-5 ადგილზე არიან. თურქეთის ჩემპიონატში კი პირველ ადგილს მყარად ინარჩუნებს მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“, რომელმაც გასულ ტურში პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. სტამბოლურ დერბიში „გალამ“ უშუალო კონკურენტი „ფენერბაჰჩე“ 66:53 დაამარცხა.

მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 36 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 1 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სტამბოლელებმა მიმდინარე ჩემპიონატში 23-ე გამარჯვება მოიპოვეს და პირველ ადგილზე არიან.

იტალიის ნასიონალ „ა“-ში მორიგი მატჩი მოიგო ნიკა მეტრეველის „პაფონი ომენამ“. პაფონელებმა "იმპრესა ლუკას" 54:48 სძლიეს. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18 წუთში 2 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ნიკამ ერთადერთი ნატყორცნი ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური მიიღო, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დარღვიეს. “პაფონი ომენა” 16 გამარჯვებით და 14 წაგებით მე-8 პოზიციაზე.

ვერა და ვერ მოიპოვა სათამაშო დრო ესპანური „კახასოლის“ 19 წლის ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ. სევიელებმა პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში სტუმრად „ლაგუნ არო“ 77:75 დაამარცხეს, თუმცა ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 48 წამით გამოჩნდა. „კახასოლს“ ამ გამარჯვებით ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა. სევილიელებმა მე-13 ადგილზე გადაინაცვლეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
giogio2678 23 აპრილი 2013 22:07
N1 ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი http://trophymanager.com/?c=2935349
ბევრ ახსნას არ დავიწყებ უბრალოდ ერთხელ შედით და ნახავთ რომ მიჯაჭვული გახდებით ამ თამაშზე !! ეს ერთადერთი მენეჯერია რომელიც ქართულადაცაა ნათარგმნი და ქართველებს 10,000 მდე კლუბი გვყავს !!
http://trophymanager.com/?c=2935349
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (170)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა