შერმადინმა ათს ათი მიაყოლა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 01-მაი, 18:019 beqa_beqa 3122


საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრ გიორგი შერმადინს პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გადაბარგების შემდეგ, საუკეთესო პერიოდი უდგას. გასულ ტურში “პანელეფსინიაკოსთან” მატჩში შერმადინმა 10:00 წუთში 10 ქულა ჩააგდო, ამჯერად კი, “პანიონიოსთან” შეხვედრაში უკვე 16:25 წუთს ითამაშა და კვლავ 10 ქულას გამორჩა.

საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში პირეოსელებმა მე-2 ადგილზე მყოფ “პანიონიოსს” ათენში ჩააკითხეს და პრობლემების გარეშე – 66:57 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ “ოლიმპიაკოსი” სულაც 18 ქულის სხვაობით იგებდა და მასპინძლებს მხოლოდ სხვაობის შემცირების საშუალებაღა მისცა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ პერიოდში კი სტუმრებს 10 ქულის გარდა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

პირეოსელთა მხრიდან ქართველ კალათბურთელზე შედეგიანად მხოლოდ გუნდის აღიარებული ლიდერი ვასილისი სპანულისი გაისარჯა, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო.

“ოლიმპიაკოსმა” 24 თამაშში 23-ე გამარჯვება იზეიმა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. პირეოსელებს მომდევნო შეხვედრა შინაურ კედლებში “აპოლონ პატრასთან” ელით


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი