Image

შენგელიასთვის სეზონი დასრულდა

კალათბურთი 05-მაი, 09:479 რაულიტო 1195


















თორნიკე შენგელიასთვის სეზონი დასრულდა. „ბრუკლინ ნეთსმა“ ნბა–ს პლეი ოფის პირველი რაუნდი ვერ გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ სერიის მე–6 მატჩში „ჩიკაგო“ სტუმრად დაამარცხა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა, მე–7, გადამწყვეტი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 93:99 წააგო.

შენგელიას არც ერთ საპლეიოფო შეხვედრაში არ უთამაშია, რაც მოსალოდნელი იყო. 21 წლის ქართველისთვის ნბა–ში პირველი სეზონი ახალ გარემოსთან შეგუების, პლანეტის უძლიერეს ლიგასთან ადაპტაციის იყო. შენგელიას წინ კიდევ არაერთი და იმედია, ნაყოფიერი სეზონი ელის. დღეს კი თორნიკე თავისუფალია და ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა აქვს.

შენგელიამ გასულ სეზონში საუკეთესო მატჩი მაშინ ითამაშა, როცა მას საკმარისი დრო დაუთმეს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში თორნიკემ „ვაშინგტონთან“ წუთში 11 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მთლიანობაშ კი შენგელიამ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ მოედანზე 4,54 წუთს ატარებდა. მისი საშუალო მონაგარი 1,6 ქულა, 1,2 მოხსნა, 0,2 პასი და 0,2 ჩაჭრაა.

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო შენგელია რამდენჯერმე გაუშვეს ნბა–ს განვითარების ლიგაშ, სადაც თორნიკემ 10 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 36,5 წუთში 24,3 ქულას, 8,2 მოხსნას, 4 პასს, 2,3 ჩჭრას და 1 დაფარებას აგროვებდა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა