ლებრონ ჯეიმსი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეა!

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 11-მაი, 16:279 რაულიტო 2667


nba-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ მაიამი ჰითის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი აღიარეს. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა 121 შესაძლებლობიდან 120 პირველი ადგილი მიიღო და მეოთხედ მოიპოვა მორის როდოლოფის სახელობის ჯილდო.

„საუკეთესო მოთამაშის ტიტული? ჰო, რა თქმა უნდა მიხარია, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი nba-ს ჩემპიონობაა"! - განაცხადა ჯეიმსმა, რომელმაც წლეულს საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ის თამაშში საშუალოდ 26,8 ქულას, 8 მოხსნას და 7,3 ჩაჭრას ითვლიდა აქტივში, რის წყალობითაც მაიამი ჰითმა რეგულარულ სეზონში ასპარეზობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს უწია: 66 გამარჯვება და მხოლოდ 16 წაგება.

ლებრონ ჯეიმსი საუკეთესო მოთამაშის მე-4 ტიტულით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაუთანაბრდა, მათზე ხშირად კი ეს ტიტული მხოლოდ 3 კალათბურთელს მოუგიათ: ქარიმ-აბდულ ჯაბარს 6-ჯერ, მაიკლ ჯორდანს და ბილ რასელს კი 5-5-ჯერ.

მიმდინარე სეზონში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: nba-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე შეიქნა, ვინც 20 ათას-ქულიან ნიშნულს გადააჭარბა. ამას გარდა, რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას, აღმოსავლეთ კონფერენციის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული 6 შესაძლებლობიდან 5-ჯერ მოიგო!

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეა!




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)