ფაცაიამ სუპერლიგაში, ცინცაძემ - ვითიბი ლიგაში წააგო

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 02-დეკ, 13:249 რაულიტო 2442


უკრაინულ გუნდებშ მოასპარეზე ქართველებმა სხვადასხვა ტურნირის ეგიდით ითამაშეს. ლევან ფაცაციას "აზოტმა" უკრაინის სუპერლიგის შეხვედრა გამართა, ხოლო გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" ვი-თი-ბი ლიგაში ითამაშა.

სამწუხაროდ, ორივე გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა. “დონეცკმა”“ნიჟნი ნოვგოროდს” უმასპინძლა და 75:83 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26:52 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ცინცაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

4 მოგებით და 3 მარცხით “დონეცკი” ვი-თი-ბი ლიგის A ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფება. 8 დეკემბერს ცინცაძის კლუბი რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს – ყუბანის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს.

უკრაინულ სუპერლიგაში ფაცაციას “დნიპროაზოტი” დედაქალაქში “ ბკ კიევს” ესტუმრა და ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა – 72:81. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 34:50 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ფაცაციამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა. ფაციაზე უკეთ დნეპროპეტროვსკელთაგან მხოლოდ დონალდ სიმსმა ითამაშა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა. მორიგი მატჩიც გასვლაზე ელის "აზოტს". 13 დეკემბერს დნეპროპეტროვსკელები "გოვერლას" დაუპირისპირდებიან.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი