არნახული მაჩვენებელი! - საქართველო ფიბას მიმდინარე რეიტინგში კვლავ პროგრესირებს

კალათბურთი / ევრობასკეტი 2017 25-აგვ, 11:009 Sportnews 10639


ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ "ფიბა" ყოველკვიურად ანახლებს მიმდინარე რეიტინგს, სადაც ჩვენი ნაკრები მუდმივად პროგრესისრებს და ისტორიულ მაჩვენებელსაც აფიქსირებს.

საქართველოს ნაკრების კარგი თამაში ამახანაგურ შეხვედრებში დადებითად აისახა ჩვენს რეიტინგზე, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ნაკრები ოცეულთან იყოს ახლოს, შემდეგ მეთოთხმეტე ადგილზე გადაინაცვლა, მოგვიანებით ტოპ 10-შიც შევიდა და აი ბოლოს განახლებული რეიტინგით უკვე მერვე ადგილს იკავებს. ჩვენ ნაკრებს მსგავსი შედეგი აქამდე არასდროს ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შესახებ ძალიან კარგ შეფასებას ვკითხულობთ ფიბას ოფიციალურ საიტზე.

"საქართველოს ნაკრებმა უმაღლეს წერტილს მიაღწია, მას შემდეგ რაც ისინი ივლისში ავსტრიასთან დამარცხდნენ, მოუგეს ისეთ ნაკრებებს როგორებიც არიან ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, საბერძნეთი , ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე მათ დასანანი მარცხი განიცადეს, რამაც უდიდესი მოტივაცია მისცათ 2017 წლის ევრობასკეტისთვის, შერმადინი-შენგელიას დუეტი მართლაც ბრწყინავს და დარწმუნებული იყავით, რომ ისინი გაიბრწყინებენ ისრაელშიც და თურქეთშიც , აგრეთვე, საქართველო!"-ეს სიტყვები ფიბას ვებ-გვერდზე წერია.

აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს სტატია საქართველო-სერბეთის მატჩამდე დაიწერა, ჩვენმა ნაკრებმა ხო სერბეთის ძალიან ძლიერი ნაკრებიც დაამარცხა. დღეს კი ჩვენი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)