დღის ახალი ამბები

რა თანხაs მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან ?

რა თანხაs მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან ?
4-02-2024, 10:13

გუშინ, 1-ელ თებერვალს, "უოტფორდმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "გენტიდან" გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა. "ირმებმა" ბელგიურ კლუბს ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

მოგეხსენებათ, 2017 წელს, როცა "დინამომ" ჩაკვეტაძე "გენტში" გაყიდა, რომან ფიფია ტრანსფერს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა, რომ გიორგის შემდეგი გაყიდვიდან თბილისური კლუბი "გენტისგან" თანხის 50%-ს მიიღებდა.

რაც იმას ნიშნავს, რომ "დინამო" ტრანსფერიდან 1.25 მილიონ ფუნტს მიიღებს.

შეგახსენებთ, "ჩაკვემ" "უოტფორდთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

წყარო: sportall.ge





გაზიარება
მოინახულეს 539-ჯერ
კომენტარები
რეკლამა