კალათბურთის სირცხვილი - ბრუკლინმა 1950 წლის ანტირეკორდი გაიმეორა

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი / NBA 27-დეკ, 18:529 GioToServe 184
image



NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, "ბრუკლინმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ-იორკს" უმასპინძლდა და 82:94 ანგარიშით დამარცხდა.

მთელი მატჩის განმავლობაში, საერთო ჯამში, "ბრუკლინის" მოთამაშეებმა მხოლოდ და მხოლოდ რვა 2-ქულიანი სროლის რეალიზება შეძლეს. 1950 წლის შემდგომ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა ვერ შეძლო როგორც მინიმუმ 9 ორქულიანის ჩაგდება. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს პრესტიჟული ამერიკული გამოცემა ESPN.

1950 წელს, NBA-ის ერთ-ერთ შეხვედრაში, "ფორტ-უეინ პისტონსმა" "მინეაპოლის ლეიკერსი" 19:18 ანგარიშით დაამარცხა. აღნიშნულ თამაშში, გუნდებმა მხოლოდ და მხოლოდ 4-4 ორქულიანის ჩაგდება მოახერხეს.

2019/20 წლის სეზონში, "ბრუკლინმა" რეგულარულ ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა. მან 16 გამარჯვება მოიპოვა და 14-ჯერ დამარცხდა. "ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (48)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)