დღის ახალი ამბები

გავარვარებულ ღუმელში მოგვიწევს თამაში - "შავ ბაზარზე" ბილეთის ფასი 450 ევროა! - ბერძნული მედია

გავარვარებულ ღუმელში მოგვიწევს თამაში - "შავ ბაზარზე" ბილეთის ფასი 450 ევროა! - ბერძნული მედია
24-03-2024, 12:50

საქართველოს ნაკრებთან მომავალ მატჩთან დაკავშირებით საბერძნეთში დიდი აჟიიოტაჟია და აღნიშნავენ, რომ მძიმე პირობებში მოუწევთ თამაში.

ყველა გამოცემამ გაავრცელა nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა. sport24.gr-ი წერს, რომ 54 ათასი ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში "გაქრა" და სამშაბათს თამაში სტადიონზე მოუწევთ, რომელიც გავარვარებული ღუმელის მსგავსი იქნება.

"დინამო არენაზე" ანშლაგს sdna.gr გამოეხმაურა: "ჩვენი ეროვნული გუნდი წლის მატჩისთვის ემზადება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი გუნდი გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. შეხვედრაზე ყველა ბილეთის რეალიზაცია უმალ მოხდა, ბევრი გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე შესვლას, "შავბაზარზე" კი "ჯადოსნური ქაღალდის" ფასი 450 ევროს აღწევს!

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2 300 ქომაგის გამგზავრება უზრუნველყო, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია".


წყარო





გაზიარება
მოინახულეს 817-ჯერ
კომენტარები
რეკლამა