დღის ახალი ამბები

წარმოუდგენელი რიცხვები! - რამდენმა ადამიანმა უყურა ნაკრების თამაშს ?

წარმოუდგენელი რიცხვები! - რამდენმა ადამიანმა უყურა ნაკრების თამაშს ?
30-03-2024, 08:56

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „ტაიმაუტის“ წამყვანს, გია თვალაბეიშვილს დაუდასტურა, რომ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ტელეაუდიტორიის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრას მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

„არ მთავრდება ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გამოწვეული ემოცია და დღის წესრიგი. ამ წარმატებას ყველა ყველას ულოცავს. რაც შეეხება ციფრებს – ეს არის ისტორიული გამარჯვება და მაყურებლების ისტორიული რაოდენობა, რადგან ეს ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია.

ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრას 1,1 მილიონმა ადამიანმა უყურა. ჩვენთან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ტელეპროდუქტს ამდენი მაყურებელი ჰყოლოდა.

აქ არ არის ჩათვლილი გუნდური და ჯგუფური მონაცემები. სოციალურ ქსელებში კი ბევრი ვიდეო გავრცელდა, რომ ადამიანები თამაშს ერთად უყურებდნენ. ასევე არ ითვლება რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი უამრავი ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩს მთელმა საქართველომ უყურა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 435-ჯერ
კომენტარები
რეკლამა