კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და 08- შორის მემორანდუმი გაფორმდა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 24-ნოე, 20:329 Richie 1725


კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ფედერაციასა და ,,საინფორმაციო ცენტრ 08”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი. პრესკონფერენციას კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე და საინფორმაციო ცენტრი 08-ის დირექტორი გიორგი ქოჩლაძე ესწრებოდნენ. ამიერიდან, ,,08”-ის ყოველი აბონენტი ინფორმირებული იქნება სუპერლიგის მიმდინარე მატჩების შესახებ, ხოლო კალათბურთის ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ,,08”-ზე წინასაწარ დაჯავშნონ ბილეთები.

ბესიკ ლიპარტელიანი: მოგეხსენებათ, რომ სუპერლიგის დღის წესრიგში დადგა უცხოელი მსაჯების მოწვევის საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას უკრაინის, ლიტვისა და თურქეთის ფედერაციებთან, თუმცა იმის გამო რომ რეგლამენტით საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს ეკრძალება სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მსაჯობა ,,ფიბასთან” შეთანხმების გარეშე, მოლაპარაკებას თან ახლავს კონკრეტული პროცედურების გავლა, რასაც გარკვეული დრო ესაჭიროება

გიორგი ქოჩლაძე:,,საინფორმაციო ცენტრი 08” კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საინფორმაციო მხარდამჭერი გახდა, ჩვენს აბონენტებს შეძლებაათ ,,08”-ზე წინასწარ დაჯავშნონ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთები. ჯერჯერობით ეს შეთანხმება მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებს ეხება და არა სუპერლიგას თუმცაღა ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი