არმია დღეს გეტიგენში თამაშობს

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 29-ნოე, 17:099 Dark Dante 1593


საკალათბურთო “არმია” დღეს ევროჩელენჯზე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს გამართავს. საქართველოს ჩემპიონი თბილისის დროით 22:30 საათზე გერმანულ “გეტიგენს” გასვლით მატჩში დაუპირისპირდება...

ამ გუნდთან შინაური თამაში “არმიას” 82:76 აქვს მოგებული და სამი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით ოთხ გუნდში მეორე ადგილზეა, სამივე თამაშის წამგები გერმანული კლუბი კი დღეს ეცდება წაგებათა სერიის შეწყვეტას.

“არმია” გერმანიაში კიდევ ერთი უცხოელი ახალწვეულით ითამაშებს. გუნდს შეემატა 30 წლის ამერიკელი გამთამაშებელი, 181-სანტიმეტრიანი კლიფტონ ჰოკინსი, რომელსაც ევროპის მრავალ კლუბში უთამაშია და შარშან გიორგი ცინცაძის თანაგუნდელიც იყო პოლონურ “სოპოტში”.

ამგვარად “არმიის” რიგებში ეს უკვე მეექვსე ლეგიონერია და ამის გამო 12-კაციანი განაცხადიდან ამოვარდა ერთ-ერთი ქართველი სათადარიგო – გიორგი შარაბიძე. შესაძლოა ახალწვეული გამთამაშებელი “არმიას” ყველაზე გამორჩეული ლეგიონერის სანდიეტა გეინსის შემცვლელად მოიაზრება, რადგან ნბა-ში ლოკაუტი დასრულდა და გეინსი ალბათ ამერიკაში ეცდება დაბრუნებას.

დღევანდელი მატჩისთვის დანაკლისი განიცადა “გეტიგენმა”. გერმანულ კლუბს ისედაც არ აკლდა პრობლემები, “არმიასთან” თამაშის წინ კი დაუშავდა ამერიკელი უკანახაზელი ნიკ ადამჩაკი, რომელიც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროჩელენჯზე.

დღესვე შედგება ევროჩელენჯზე ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა. ჯგუფის ლიდერი “ბეშიქთაში” “ლეიდენს” უმასპინძლებს და ეს მატჩი თურქულ გუნდში უკანასკნელი იქნება ამერიკელ ვარსკვლავ დერონ უილიამსისთვის, რომელიც დღე-დღეზე ნბა-ში ბრუნდება.

უილიამსი უკვე აღარ ითამაშებს 6 ნოემბერს “სპორტის სასახლეში”, მეხუთე ტურის მატჩში და ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის “არმიას” გამარჯვების შანსს. დერონ უილიამსმა “გეტიგენს” 50 ქულა ჩაუგდო, “არმიასთან” სტამბულში კი 31 ქულა აქვს მოგროვილი.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (116)
აპრილი 2020 (219)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)