მარკიზ ჰეინსი ბომბარდირია, "გრან კანარია" კი აგებს

კალათბურთი 08-იან, 23:139 Alex_Song 1343


საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები კალათბურთელების გუნდი ამჯერად შინ, „ვალენსიასთან“ დამარცხდა – 63:71.

ტორინ გრინს ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მარკიზ ჰეინსი ხუთეულში იყო და კანარიულ გუნდში ბომბარდირიც გახდა. ჰეინსმა მოედანზე 26 წუთი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე 16 ქულა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. მარკიზმა 9 ცდიდან 4 სამქულიანი, 4 ორიანიდან კი 2 ჩააგდო. კანარიელთაგან 10–ქულიანი ზღვარი ხუან პალაციომაც დაძლია, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. ვალენსიელთაგან საუკეთესო ნანდო დე კოლო (17 ქულა) გახლდათ, ხოლო რაფა მარტინესმა 16 მოაგროვა.

5 მოგებითა და 10 მარცხით „გრან კანარია“ პრიმერადივიზიონის ცხრილში მე–14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჰეინს–გრინის გუნდი 15 იანვარს, შინ „ესტუდიანტესთან“ გამართავს.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (1)
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)