პეშიჩი გერმანიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში

კალათბურთი 23-თებ, 22:249 STEVEN 1877


ტიტულოვანი სერბი სპეციალისტი სვეტისლავ პეშიჩი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
პეშიჩმა აღნიშნა, რომ უხარია ბუნდესნაკრებში დაბრუნება და მზად არის ახალ გუნდთან ერთად მორიგ წარმატებას მიაღწიოს. სერბი გერმანიის ნაკრებს 1987-93 წლებში წვრთნიდა და მას 1993 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ისევ მომიწევს გერმანიის ნაკრებთან მუშაობა. ჩემთვის ეს სერიოზული გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრის მიღწევა შეგვიძლია" - ამბობს პეშიჩი.
შეგახსენებთ, რომ სერბი მწვრთნელი ასევე ევროპის ჩემპიონი იყო იუგოსლავიის ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა სერბეთს, ევროლიგის ტიტული მოიპოვა "ბარსელონასთან" ერთად, გარდა ამისა, FIBA-ის თასს დაეუფლა "ხირონასთან" ერთად.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი