Image

შენგელიამ ტრავმა მოიშუშა.

კალათბურთი 08-მაი, 14:349 milboy 1361


















საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ ტრავმის მოშუშების შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ეფექტური ორმაგი დუბლი მიითვალა. 28 წუთში - 18 ქულა, 11 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი.
ქართველის სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა 5 პერსონალური შენიშვნა. შენგელიას მატჩში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 29. ეს არცაა გასაკვირი, მან ხომ მაღალი პროცენტული სიზუსტით ისროლა: 7-იდან 5 ორქულიანი, 3-იდან 2 სამიანი. ბოლო მატჩებში თვალშისაცემია მისი შორეული ტყორცნების სიზუსტე...
თორნიკეს "შარლერუამ" ბელგიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში "სტელა არტუას" დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 93:87.
შარლერუელებისთვის ეს იყო 23-ე გამარჯვება და ისინი ბელგიის ჩემპიონატში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებენ.
რეგულარულ სეზონში მათ ერთადერთი მატჩიღა დარჩათ ჩასატარებელი. 12 მაისს შენგელიას გუნდი მესამეადგილოსან "ოოსტენდეს" უმასპინძლებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (164)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა