Image

მარკოიშვილმა ისტორიული ორმაგი დუბლი სანიკიძის სიენასთან გაიფორმა

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 28-ნოე, 22:279 Dark Dante 1206


















მანუჩარ მარკოიშვილის ისტორიული მატჩი. ქართველმა უკანახაზელმა იტალიურ კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. თანაც, ეს მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელის, ვიქტორ სანიკიძის თვალწინ გააკეთა. მარკოიშვილისა და სანიკიძის გუნდები ერთმანეთს იტალიის სერია „ა“-ს ცენტრალურ მატჩში შეხვდნენ. მასპინძელმა „კანტუმ“ „სიენასთან“ 54:67 წააგო.


ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში მარკოიშვილმა 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. მას მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა, თორემ კანტუელებს წინ ვერავინ დაუდგებოდა. „სიენამ“ დიდი შესვენებისთვის 12–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მარკოიშვილისა და ჯონათან ტაბუს აქტიურობის შედეგად კანტუელებმა ბოლო პერიოდის მე–4 წუთზე ლიდერობა მოიპოვეს. ქართველი უკანახაზელის სამქულიანის შემდეგ მასპინძლები 46:45 დაწინაურდნენ. თუმცა ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი, რასაც „კანტუმ“ მიაღწია. დარჩენილ დროში „სიენამ“ დიდებულად ითამაშა დაგამარჯვებაც იოლად მოიპოვა.



ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და რიგ ეპიზოდენში მათ ერთმანეთის მეურვეობაც უხდებოდათ. მარკოიშვილმა 37 წუთი ითამაშა და მთლიანობაში 18 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 5–დან 3 ორქულიან, 6–დან 2 სამიანი და 6–დან 6 საჯარიმო ჩააგდო.



სანიკიძეც ახლოს იყო ორმაგ დუბლთან, თუმც სათქმელია, რომ მის ასეთ შედეგს მიჩვეულები ვართ. ვიქტორმა 23 წუთი ითამაშა და თავი 10 ქულას, 8 მოხსნას და 2 ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 2–დან 1 ორქულიანი, 3–დან 2 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძეს თანაგუნდელ დევიდ მოსთან ერთად სიენელთაგან საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (15) ჰქონდა. „კანტუში“ კი ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი მარკოიშვილს (24) ჰქონდა.


ამ გამარჯვებამ „სიენა“, რომელსაც 7 მოგება და 2 მარცხი აქვს, მეორე ადგილზე აღაზევა. ერთი ქულით ნაკლების მქონე „კანტუ“ კი მე–4 ადგილზეა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Loading...










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 29 ნოემბერი 2012 18:08
მანუ ძან მაგარიააა love
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (149)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა