მარკოიშვილმა მოსკოვში "კანტუს" ვერ უშველა

კალათბურთი 01-დეკ, 00:359 beqa_beqa 1596


მანუჩარ მარკოიშვილი ისევ საუკეთესოა, თუმცა მისი გუნდი კვლავ აგებს. „სიენასთან“ იტალიის ჩემპიონატში წაგების შემდეგ „კანტუ“ ევროლიგაში რუსულ „ხიმკის“ დაუპირისპირდა და 53:77 დამარცხდა. წინა მატჩის მსგავსად, მარკოიშვილი „ქიმიკოსებთანაც“ გამორჩეული იყო და 16 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა.მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 30:41 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელის შედეგიანობის კოეფიციენტი 14 გახლდათ, ასეთივე მაჩვენებელი კი ამერიკელ მარტინ ლეუნენს ჰქონდა, რომლის მონაგარიც 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი იყო.



„კანტუს“ 8 თამაშიდან მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. ჯგუფიდან კი 4 საუკეთესო გუნდი გადის. მომდევნო შეხვედრაში, 6 დეკემბერს, მარკოიშვილის გუნდი მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ხვალ, 30 ნოემბერს, ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ ესპანურ „უნიკახას“ უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი