მომდევნო ეტაპისთვის “არმიის” გარდა, ყველა იბრძოლებს

კალათბურთი 07-დეკ, 02:409 beqa_beqa 1344


ევროჩელენჯის H ჯგუფში, სადაც საქართველოს ჩემპიონი “არმიაც” ირიცხება, ჰოლონის “ჰაპოელმა” ბონის “ტელეკომ ბასკეტსი” 75:70 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, განაღდებული ჯერაც არაფერი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ კლუბს ხუთივე შეხვედრა წაგებული აქვს და ბოლო პოზიციას ვერაფრით ასცდება, ხოლო დანარჩენი სამი გუნდიან მე-2 ჯგუფური ეტაპის ორ საგზურს ვინ მოიპოვებს, დასკვნით ტურში გაირკვევა.
ჯერ ისრაელში გამართულ თამაშზე ვთქვათ, რომლის ბედიც დასკვნით წუთზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 58 წამით ადრე, “ჰაპოელი” 1 ქულით იგებდა, თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ჯერომ დისონმა ოთხივე საჯარიმო ჩააგდო და ჰოლონელებს გამარჯვება მოუტანა.
საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა 14 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მასზე უკეთ კი ასევე ამერიკელი ლეგიონერები – ფრენკლინ ჰესელი (22 ქულა, 12 მოხსნა) და ლოურენს ჰილი (17 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი) გაისარჯნენ. გერმანული კლუბის რიგებში ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა კრის ენსმინგერმა, ხოლო რობერტ ვადენმა 19 ქულა ჩააგდო.
ამგვარად, “ჰაპოელი” 4 მოგებით პირველ ადგილზე დამკვიდრდა, ბელგიურ “ანტვერპენს“ და “ტელეკომ ბასკეტსს” კი 3-3 მოგება გააჩნიათ და საუკეთესო ორეულს შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში რომელიც 11 დეკემბერს შედგება, “ანტვერპენი” “ჰაპოელს” უმასპინძლებს, “ტელეკომი” კი თბილისში “არმიას” ესტუმრება.

1. ჰაპოელი 5 4 1 404:360 9
2. ანტვერპენი 5 3 2 385:372 8
3. ტელეკომ ბასკეტსი 5 3 2 389:378 8
4. არმია 5 0 5 337:405 5

ბოლო ტური. 11 დეკემბერი
“ანტვერპენი” – “ჰაპოელი”
“არმია” – “ტელეკომ ბასკეტსი”


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (131)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი