ცქიტიშვილის სადებიუტო ორმაგი დუბლი

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 14-დეკ, 15:559 Dark Dante 1408


ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანურ „ჩემპვილში“ დებიუტი ორმაგი დუბლით აღნიშნა. ქართველი ფორვარდი თავის ახალ გუნდს 18 ქულითა და 10 მოხსნით შეეწია, მაგრამ „ჩემპვილმა“ „მუტაჰედთან“ გასვლითი შეხვედრა მაინც დათმო - 73:81.



ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი არაზუსტად ტყორცნა. ორმაგ დუბლთან ერთად ნიკას 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.



ცქიტიშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო, მთლიანად მატჩში კი „მუტაჰედის“ ფორვარდი ერიკ ჩეტფილდი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ცქიტიშვილის გუნდს 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და ლიბანის ჩმპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას „ჩემპვილი“ 16 დეკემბერს ლიდერ „საგესის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)