Image

სანიკიძე და შერმადინი ევროლიგის ჯგუფიდან გავიდნენ და მეტოქეებს ელოდებიან

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 14-დეკ, 15:599 Dark Dante 1043


















ევროლიგის ჯგუფიდან გავიდნენ და ტოპ–16–შ ითამაშებენ ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და გიორგი შერმადინის „მაკაბი“. ევროლიგის B ჯგუფის ბოლო ტურში მაკაბელებმა გერმანული „ალბა“ დაამარცხეს, თუმცა შერმადინს არ უთამაშია.

ებრაულმა კლუბმა საკმაოდ იოლად – 78:62 გაიმარჯვა და რიგით მე–8 მოგება მიითვალა. ანალოგიორუ შედეგი ჰქონდა „უნიკახასაც“, მაგრამ თელავიველებმა ესპანურ კლუბს პირადი შეხვედრების ხარჯზე აჯობეს. თელავიველებს 17 ქულით ამერიკელმა რიკი ჰიკმანმა ულიდერა, პოლონური პასპორტის მქონე დევიდ ლოგანმა კი ებრაელებს 15 ქულა შეაშველა.



ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა ვიქტორ სანიკიძის „სიენა“, რომელმაც ბოლო ტურში სამარცხვინო მარცხი იწვნია. სიენელებმა საკუთარ მოედანზე ჯგუფის აშკარა აუტსაიდეს, მხოლოდ 1 მოგების მქონე „პროკომს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მე–3 მეოთხედში 25 ქულით იგებდნენ (63:38), საბოლოოდ მაინც წააგეს.



პოლონურმა კლუბმა ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი სიზუსტით ითამაშა და მატჩი დამატებით დროშ გადაიყვანა. ექსტრახუთწუთეულში მოწოდების სიმაღლეზე პროკომელები აღმოჩდნენ და საბოლოოდ 95:88 გაიმარჯვეს.



სანიკიძემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ თავისიანთა შორის ყველაზე კარგი სტატისტიკა ჰქონდა. თუმცა მეორე ნახევარში სიენელთა თავკაცმა უარი თქვა სანიკიძის დახმარებაზე. საბოლოოდ ვიქტორმა 17 წუთს ითამაშა და თავი 4 ქულას, 6 მოხსნას, 2 პასს, 2 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. შედეგიანობით სანიკიძეს მხოლოდ მეთიუ ჯენინგმა (11 ქულა) და ბობი ბრაუნმა (23 ქულა) აჯობეს.



14 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მეორე ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Loading...










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (149)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა